01 ივნისი, 2015
როგორ შეუძლია ჩვეულებრივ წყალს შხამად აქციოს საკვები
ის, რომ წყალს გააჩნია სხვადასხვანაირი თვისებები, ყველამ ვიცით. მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ მოქმედებს მისი ტემპერატურა და მიღების დრო კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და საერთოდ მთელ ორგანიზმზე.

შორეულ 1969 წელს საბჭოთა რენტგენოლოგებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს ცივი წყლის უჩვეულო თვისება. საქმე იმაშია, რომ რაღაც გამოკვლევებისთვის რენტგენოლოგებს უნდოდათ დროის განსაზღვრული რაოდენობით
შეეკავათ კუჭში ბარიუმის ფაფა.

როგორც აღმოჩნდა, ცივი ფაფა ტოვებდა კუჭს უფრო სწრაფად, ვიდრე სპეციალისტები ასწრებდნენ თავისი არც თუ ისე სრულყოფილი აპარატურის გამართვას. მეცნიერები დაინტერესდნენ ამ ფაქტით და დაიწყეს მრავალრიცხოვანი
გამოკვლევების ჩატარება, რომლების მსვლელობის დროს გამოირკვა, რომ თუ საკვებს ცივ სასმელებს (წყალს ან ნებისმიერ სხვა სასმელს) მიაყოლებთ, კუჭში საკვების დარჩენის დრო მცირდება 4-5 საათიდან 20 წუთამდე!

ესე იგი, თუ დავლევთ ცივ წყალს, საკვები მალე ტოვებს კუჭს, ცილები კი რჩებიან კუჭ-ნაწლავში და იწყებენ ლპობას. ამ შემთხვევაში ხშირად ვითარდება ნაწლავური ანთებითი დაავადებები და დისბაქტერიოზი. გარდა ამისა, ეს გვემუქრება შიმშილის მუდმივი გრძნობით და აქედან გამომდინარე - ზედმეტი წონით.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ცივი წყლის შესახებ, რომ ის კლავს წყურვილს. მაგრამ ფიზიოლოგები მასე არ თვლიან: ცივ წყალს სჭირდება ბევრად მეტი დრო, რომ ორგანიზმმა შეითვისოს, ვინაიდან ამისათვის ის უნდა გათბეს კუჭში სხეულის ტემპერატურამდე.

ყურადსაღებია, რომ აიურვედა ასევე წინააღმდეგია წყლის დალევის (განსაკუთრებით ცივის) უშუალოდ საკვების მიღების წინ, მიღების დროს და მიღების შემდეგ, ვინაიდან ამ დროს ქრება აგნი (საკვების მოსანელებელი ცეცხლი).

მაშასადამე, დასკვნა:
არ დალიოთ ცივი სასმელები უშუალოდ საკვების მიღების წინ, მიღების დროს და მიღების შემდეგ. მიღებული სითხე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და უნდა მიიღოთ 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1,5-2 საათის შემდეგ. ეს წესი ეხება ასევე ნაყინს: თუ მას მიიღებთ მაშინვე საჭმლის შემდეგ - საკვები მალევე დატოვებს კუჭს, ხოლო ცილა დარჩება მოუნელებელი და დაიწყებს ლპობას.
ბეჭდვა