29 მაისი, 2015
როგორ დავიკლოთ ერთ კვირაში - 14 რჩევა ვისაც წონის პრობლემა აწუხებს
1. დაგეგმეთ კვების რეჟიმი

თუ დღის მენიუს წინასწარ დაგეგმავთ, მით უფრო ნაკლებად მოგიწევთ ფასთ-ფუდით სარგებლობა.

2. ისაუზმეთ


საუზმე - კვების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ მასზეა დამოკიდებული განწყობა, ენერგიულობა და მადა დღის განმავლობაში.

3. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი

წყლის აუცილებელი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმის კარგად მუშაობას. განსაკუთრებით მაშინ, თუ წყალს დალევთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ეს დაგეხმარებთ ნაკლები საკვები მიიღოთ.

4. ჭამამდე გაისეირნეთ

სადილამდე უბრალოდ გაისეირნეთ . ეს დაგეხმარებათ ფიქრები გადართოთ დასვენებაზე, დარჩეთ აქტიური და რა
თქმა უნდა მიირთვათ ნაკლები.

5. შეამცირეთ მარილის რაოდენობა

მარილს ერთგვარ "თეთრ სიკვდილს" უწოდებენ. მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ ლიმნის წვენით.

6. სადილი და ვახშამი დაიწყეთ ბოსტნეულით

ამ გზით თქვენ გამოკვებავთ ორგანიზმს, სასარგებლო ბოჭკოებით და აღარ გაგიჩნდებათ არა სასარგებლო ბურგერების ჭამის სურვილი.

8. იმოძრავეთ მეტი

უმოძრაობა და გამუდმებით ტრანსპორტში ყოფნა გაგაზარმაცებთ. იმოძრავეთ ფეხით,ეცადეთ დღეში მინიმუმ ათი ათასი ნაბიჯი გადადგათ.

9. დალიეთ ყავა

ყავა აბსოლუტურად ჩაანაცვლებს დესერტს.

10. ჭამეთ სახლში

მოიშორეთ მავნე ჩვევა - არ ჭამოთ კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან ჯდომის დროს. ასე თქვენ ჭამთ მეტს ვიდრე გჭირდებათ.

11. უარი თქვით თეთრ პროდუქტებზე

გარდა მარილისა და შაქრისა, მოერიდეთ თეთრ პურს, კარტოფილს და რძის ცხიმიან პროდუქტებს. ჩაანაცვლეთ ხილითა და ბოსტნეულით.

12. მიიღეთ ის ბოსტნეული და ხილი, რომელშიც დიდია წყლის შემცველობა

13. ყურადღება მიაქციეთ პოზას

სხეულის სწორი, ვერტიკალური პოზიცია ხელს უწყობს ნივთიერებათა სწორ ცვლას, ესეიგი ეფექტურად წვავს კალორიებს.

14. მედიტაცია

მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ გონებასა და სხეულს შორის ურთიერთობის დალაგებაში.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS