27 მაისი, 2015
ართროზისა და სახსრების ტკივილის მკურნალობა ხალხური რეცეპტების საშუალებით
ეს საკმაოდ ეფექტური და დროით შემოწმებული რეცეპტია.

დაგჭირდებათ:

იოდი 5%
ნიშადურის სპირტი 10%
სამედიცინო ნაღველი (იყიდება აფთიაქში)
გლიცერინი
მაისის თაფლი

მომზადება:

ყველა კომპონენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობის, აურიეთ ერთმანეთში და დატოვეთ დასაყენებლად ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში.

გამოყენება:

კომპრესების გაკეთებამდე ნარევი შეანჯღრიეთ, ნაწილი გადაიღეთ პატარა ქილაში და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ დაასველეთ საფენი ამ სითხეში და ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ სახსარზე. ზემოდან დააფარეთ ცელოფანი და შეიხვიეთ შალის ქსოვილით.

პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. გარდა ამისა,
მალამო კარგად შველის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების შემდგომი ტკივილების დროს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
გენო
სახსრები კი შეიძლება მოირჩინოთ ზოგიერთებმა, მაგრამ შეზღუდულ გონებას ვერაფერს უზავთ)))
18:58 / 11-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ეს ხალხი მართლა ასე შტერია თუ ძალით იშტერებენ თავს? ყველაფერი თანაბრად აღებულს რაღა ახსნა უნდა ვერ ვხვდები?
21:27 / 12-08-2015
გამოხმაურება / 0 /
პროცედურაში იგულისხმება მალამოს წასმა
20:07 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
პროცედურაში რა იგულისხმება?
15:40 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თინა
ეფექტურია თუ არა ეს მალამო ხერხემლის პრობლემისას, კერძოდ ხერხემლის თიაქრის დროს?
21:20 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS