26 მაისი, 2015
თმის დაბანის წესები - 6 შეცდომა თავის დაბანის დროს
1.თავის დაბანა კვირაში ერთხელ

თმა, მაგნიტივით იზიდავს ჭუჭყს. თუ განვიხილავთ ეკოლოგიურ სიტუაციას და მავნე ნივთიერებების შემცველ თითოეულ ღერს, ღამით მთელი ეს "სიკეთე" ბალიშზე გადადის, რომელზეც სახეს ვდებთ. ამიტომ აუცილებელია სისუფთავე. დაიბანეთ თავი რეგულარულად, ყველაზე იშვიათად 4-5 დღის ინტერვალებით.

2. თავის დაბანა მხოლოდ კონდინციონერით

ითვლება, რომ კონდინციონერი რბილად, მსუბუქად ასუფთავებს თმას. სინამდვილეში კონდინციონერის მოქმედება ფიზიკის კანონს ეყრდნობა. მშრალი თმისგან განსხვავებით, ტენიანი თმა უარყოფითი მუხტის მატარებელია. კონდინციონერის მოლეკულები კი
დადებითი. მაგრამ კონდინციონერს არ შეუძლია თმის ღრმა წმენდა და სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვება, თუმცა მატებს თმას სიგლუვეს და ბზინვარებას. აქედან გამომდინარე, თავის დაბანა მხოლოდ კონდინციონერით არ ღირს.

3. თმის დაბანა მშრალი შამპუნით

ჩვეულბრივ შამპუნთან შედარებით, მშრალი შამპუნი ცუდად ასუფთავებს თავის კანს. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის კანის გაღიზიანება, ქავილი და სიმშრალე. ასე რომ, გამოიყენეთ კლასიკური თავის დაბანის საშუალებები.

4. არასწორი გამოყენება

შამპუნის კარგი მოქმედებისთვის, აუცილებელია თმა იყოს კარგად სველი. შამპუნი დაისხით არა თავზე, არამედ ხელის გულზე. შემდეგ ჩვეულებრივ შეიზილეთ თმაში. თმის ნიღაბი და კონდიციონერი კი არავითარ შემთხვევაში არ შეიზილოთ თავში. ეს საშუალებები არ არის განკუთვნილი თავის კანისთვის.

5. თმის მოვლის საშუალებების არასწორი შერჩევა

შამპუნის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი თმის ტიპი. თუმცა შამპუნებისგან არ უნდა ელოდოთ სასწაულებს, რადგან მათი მთავარი დავალებაა - მაქსიმალურად ნაზად გაასუფთავონ თმა. რაც შეეხება სასწაულებს, ეს კონდინციონერებისა და თმის ნიღბების საქმეა.

6. დავარცხნა

დაუშვებელია სველი თმის დავარცხნა. სასურველია დაბანამდე დაივარცხნოთ და დაბანის დროს ნაკლებად აიწეწოთ. დავარცხნა შეგიძლიათ, როცა თმა მეტ-ნაკლებად გაგიშრებათ.
ფენის გამოყენების წესები: რაც შეიძლება დაბალი სიჩქარით გაიშრეთ, შორი მანძილიდან. სიმხურვალემ არ უნდა მოახდინოს ფოკუსირება თმის მხოლოდ ერთ ნაწილზე. უკეთესია თმას საშუალება მისცეთ დამოუკიდებლად გაშრეს.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS