26 მაისი, 2015
5 სავარჯიშო ფეხებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
იმისთვის რომ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას არ დაკარგოთ ბალანსი საჭიროა უბრალოდ ვარჯიში.

1. პირველი სავარჯიშო, რომელიც გაგიმყარებთ წვივებსა და ტერფებს - აიწიეთ თითის წვერებზე. გაიმეორეთ 20-ჯერ.

2. დაწექით ზურგზე და გამართული ფეხები მოხარეთ ისე, რომ ეხებოდეს მკერდს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ.

3. შემდეგი სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ მრგვალი წაგრძელებული გორგოლაჭები, რომელსაც სავარჯიშო დარბაზში იპოვით. დაწექით თქვენს მხარეს, საჯდომის ქვეშ დაიდეთ გორგოლაჭები, დააეყრდენით ხელებს და ასე გაატარეთ 5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ მეორე მხარესაც.

Rating

4. რთული, დამტვირთველი სავარჯიშოები ჩაანაცვლეთ
მარტივით. გაიუმჯობესეთ სისხლისმიმოქცევა და დაასვენეთ მყესები, რაც მუდმივ ტონუსშია ვარჯიშის დროს. დაჯექით იატაკზე, მოხარეთ მუხლები, ერთი ფეხი მოაშორეთ იატაკს და დაიწყეთ ანბანის წერა. როგორც კი ხატვას მორჩებით ჩაანაცვლეთ მეორე ფეხით.

5. თუ გსურთ სწრაფად მოიხსნათ დაღლილობა ფეხებზე, გაიხადეთ ფეხსაცმელი, აიღეთ პატარა ბურთი, პინგ-პონგის ან ტენისის, დაიწყვეთ ფეხქვეშ და ისრიალეთ 2-3 წუთის მანძილზე. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და იგივე გაიმეორეთ. სახლის პირობებში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვინის ჭიქა. დაჯექით დივანზე, ფეხები დააწყვეთ ჭიქაზე და მცირე ძალდატანებით ამოძრავეთ.შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური გორგოლაჭებიანი მასაჟორი და შეინახოთ სამუშაო მაგიდის ქვეშ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS