26 მაისი, 2015
5 ტიპის მუცელი და მათი მოშორების მეთოდები
საზღვაო სეზონი მოდის და სანამ პლაჟზე გასუქებული მუცლის გამო სირცხვილით დაიწვებით, გადახედეთ რჩევებს, რომლებსაც მწვრთნელი და ტელეწამყვანი ჯეიმს დუგიანი გიზიარებთ.



1. სათადარიგო საბურავი

ასეთი ტიპის მუცელი უჩნდება ყველა იმ ქალს, ვისაც მჯდომარე სამსახური აქვს და უზომოდ უყვარს ტკბილეული. "თუ ცოტას მოძრაობთ, მიირთმევთ პურ-ფუნთუშეულს, ღვეზელებსა და კანფეტებს, მუცელზე ცხიმის ნაოჭები გაგიჩნდებათ" - ამბობს ჯეიმსი.

Rating
გამოსწორების სწრაფი გეგმა
შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა. გახსოვდეთ, სპირტი ნამდვილი შაქარია. უპირატესობა მიანიჭეთ კვერცხს, ხორცს, ბოსტნეულს, თხილეულსა და ავოკადოს.
მეტი იმოძრავეთ. თუ სპორტდარბაზში
სიარულს ვერ ახერხებთ, ფეხით უნდა ისეირნოთ ბევრი. დილაობით გამამხნევებელი ვარჯიში და იოგა განსაკუთრებით სასარგებლოა.



მთავარი რჩევა
როცა კი ტორტის ნაჭრის შეჭმას გადაწყვეტთ, რამდენიმე წუთით მიიდეთ მუცელთან და კარგად დაფიქრდით, იქნებ იქ აღარაა მისი ადგილი.


2. სტრეს-მუცელი

ასეთი მუცელი აქვს ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ეცოტავება და მუდამ აგვიანებს. სტრესის გამო მათ მუდამ აწუხებთ მუცლის შებერილობა.
პირველი მიზეზია ჰორმონ კორტიზოლის უხვი რაოდენობა, რის გამოც ცხიმი ჭიპის გარშემო გიგროვდებათ. აგრეთვე, ასეთი მუცლის ქონის მიზეზია ის, რომ არარეგულარულად ჭამთ და ძალიან ბევრ ყავას სვამთ.

Rating

გამოსწორების სწრაფი გეგმა
"დასაძინებლად ადრე დაწექით ან გვიან გაიღვიძეთ. ქალებს, რომლებსაც ცოტა ან ცუდად სძინავთ, ჰორმონ ლეპტინის გამოყოფა ერღვევათ. იგი მადასა და ნივთიერებათა ცვლაზე აგებს პასუხს. შედეგად, გაცილებით მეტს ჭამთ და ენერგიის აღსადგენად ტკბილეულს ეტანებით" - ამბობს ჯეიმსი.
სცადეთ ღრმა რელაქსაცია, მედიტაცია, იოგა, ძილის წინ ცხელი აბაზანა. გამოდგება ყველაფერი, რაც დაგამშვიდებთ და ნუ დალევთ ორი ჭიქა ყავაზე მეტს დღეში.

თქვენთვის ფიზიკური დატვირთვაც არ შეიძლება. მხოლოდ ხანგრძლივი სეირნობა.
გაამდიდრეთ რაციონი მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით, ბრაზილიური თხილითა და მწვანილეულით. სვით მეტი წყალი.

მთავარი რჩევა
გვირილის ჩაი და იოგა მოდუნების საუკეთესო საშუალებაა და კორტიზოლის დონეც დაგირეგულირდებათ, რაც გახდომის პროცესს დააჩქარებს.

იხილეთ სრულად
ბეჭდვა