25 მაისი, 2015
5 უნიკალური ვარჯიში დუნდულებისთვის - ბრაზილიური უკანალის მისაღებად
მას შემდეგ, რაც "ბრაზილიური საჯდომი" სილამაზის ახალ სტანდარტად იქცა, ელასტიკური დუნდულების ქონა აუცილებელი გახდა. შემოგთავაზებთ რამდენიმე საავრჯიშოს, რომლის შესრულებასაც სახლშიც შეძლებთ. მაგრამ გახსოვდეთ, ვარჯიში 2 დღის ინტერვალით უნდა გაიმეოროთ.

1. ყველაზე ცნობილი და მარტივი გზა, "ბრაზილიური საჯდომისთვის". დაეყრდენით ხელებით მაგიდას, ან იატაკს და გაიტანეთ უკან ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯენა ფეხი. ასე გაიმეორეთ თითო 8-10-ჯერ. ცელულიტის მოსაშორებლად შეგიძლიათ შეასრულოთ უფრო მეტჯერ. არ ამოძრაოთ ფეხები სწრაფად, გაიმეორეთ გარკვეული ინტერვალებით.

2. საჯდომის გასავარჯიშებლად, საწოლიდან ადგომაც კი არ
დაგჭირდებათ. დაწექით ზურგზე, აწიეთ ერთი ფეხი მაღლა და ამ მდგომარეობაში დაძაბეთ კუნთები, წამოწიეთ მენჯი. ასე გაიმეორეთ მეორე ფეხითაც. გააკეთეთ 5 მისვლა 15ჯერ. თუ მეორე დღეს იგრძნობთ კუნთების ტკივილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზას ადგახართ. არ გაიადვილოთ დავალება - ამ შემთხვევაშიშედეგს ვერ მიიღებთ.

3. მთავარი დავალება სექსუალური საჯდომისთვის - ჩაჯდომა. დავდგათ ფეხები მხრის სიგანეზე და წარმოიდგინეთ თითქოს უხილავ სკამზე ჯდებით. ამ პოზის დაჭერაში დაგეხმარებათ თავი - ასწიეთ მაღლა და სხეული არ წაიწევა წინ. ერთ ჩაჯდომაზე დაახლოებით 10 წამით გაჩერდით. გაიმეორეთ 40-ჯერ.

4. კიდევ ერთი სავარჯიშო დიდი ზომის საჯდომისთვის. ორივე ხელში დაიჭირეთ 2 კილოგრამიანი ჰანტელი, ხელები გაწიეთ კორპუსის გასწვრივ და გამართული წელით შეასრულეთ ვარჯიში. დამდგარ მდგომარეობაში დაიჭირეთ სხეული წინ და ნელა დაეშვით დაბლა ისე, რომ მეორე ფეხის მუხლი შეეხოს იატაკს.

5. ამ ილეთს ხშირად იყენებენ მოცეკვავეები ვარჯიშის დროს. ვარჯიში სრულდება იატაკზე. დაჯექით, ფეხები დაიჭირეთ სწორად, გამართეთ წელი, ნუ დაეყრდნობით ხელებს. ამ მდგომარეობაში "გადაიარეთ" საჯდომზე 5 ნაბიჯით წინ, შემდგომ უკან. 5-ჯერ გაიმეორეთ დავალება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნეტო
იცით ვერ გავიგე, ვერ მივხვდი ზოგი ილეთი როგორ გავაკეთო, სურათები რომ დაგედოთ კარგი იქნებოდა
09:30 / 26-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS