24 მაისი, 2015
ალოე სახსრებისთვის, ართრიტის, ართროზის და რევმატიზმის დროს - სპორტსმენის რეცეპტი
ალოეს წვენი ცნობილია თავისი მკაფიოდ გამოხატული ანთებითსაწინააღმდეგო მოქმედებით. ის ღრმად აღწევს ქსოვილში და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესებს. ართრიტის, ართროზის და რევმატიზმის დროს ამ თვისების წყალობით მცირდება ტკივილის შეგრძნება და იწყება ქსოვილის აღდგენითი პროცესი. ამ დროს ალოეს წვენი გამოიყენება როგორც შინაგანად, ასევე კომპრესების და საფენების სახით.

ინტერნეტში პოპულარული გახდა ერთი სპორტსმენი ქალის, მძლეოსნობაში ავსტრალიელი ჩემპიონის ისტორია. თავის ყველა სპორტული ტრავმების შედეგებს ის იშორებდა ალოეს მეშვეობით, ერთხელ კი, როდესაც მისმა მოხუცებულმა ბებიამ შესჩივლა სახსრებში ძლიერ ტკივილებზე, ახალგაზრდა
ქალმა ურჩია მას დღეში 4-ჯერ დაელია გაუზავებელი ალოეს წვენი და ამავე დროს გაეკეთებინა მტკივნეულ სახსრებზე ალოეს საფენები.

გარკვეული დროის შემდეგ ბებიამ ისევ შეძლო ემოძრავა თითები, რომლებსაც ადრე ვერ ამოძრავებდა.გარდა ამისა, მას დაუბრუნდა კისრის მოქნილობა და სხვა მოძრაობებიც გაუხდა უფრო თავისუფალი, მსუბუქი და უმტკივნეულო.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ალოე სახსრების მკურნალობისას?

სახსრებთან პრობლემების დროს რეკომენდებულია შეათავსოთ ალოეს შინაგანი და გარეგანი გამოყენება.

ალოე კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ მაცივარში 4-5 დღის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამოვწუროთ მისგან წვენი. მიიღეთ ალოეს წვენი 2-3 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ტკივილის შეგრძნებების ინტენსიურობის მიხედვით, შეიზილეთ ალოეს წვენი დაზიანებულ ადგილებში დღეში 2-6-ჯერ.

ეფექტურ გავლენას ახდენს ალოეს, თაფლისა და არყის კომპრესი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში შემდეგი პროპორციით: 1 წილი ალოეს წვენი, 2 წილი თაფლი, 3 წილი არაყი ან სამედიცინო სპირტი. ხსნარში დაასველეთ მარლის საფენი და დაიდეთ მტკივნეულ სახსარზე 30-40 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 1-2-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
ბეჭდვა