24 მაისი, 2015
ალოე სახსრებისთვის, ართრიტის, ართროზის და რევმატიზმის დროს - სპორტსმენის რეცეპტი
ალოეს წვენი ცნობილია თავისი მკაფიოდ გამოხატული ანთებითსაწინააღმდეგო მოქმედებით. ის ღრმად აღწევს ქსოვილში და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესებს. ართრიტის, ართროზის და რევმატიზმის დროს ამ თვისების წყალობით მცირდება ტკივილის შეგრძნება და იწყება ქსოვილის აღდგენითი პროცესი. ამ დროს ალოეს წვენი გამოიყენება როგორც შინაგანად, ასევე კომპრესების და საფენების სახით.

ინტერნეტში პოპულარული გახდა ერთი სპორტსმენი ქალის, მძლეოსნობაში ავსტრალიელი ჩემპიონის ისტორია. თავის ყველა სპორტული ტრავმების შედეგებს ის იშორებდა ალოეს მეშვეობით, ერთხელ კი, როდესაც მისმა მოხუცებულმა ბებიამ შესჩივლა სახსრებში ძლიერ ტკივილებზე, ახალგაზრდა
ქალმა ურჩია მას დღეში 4-ჯერ დაელია გაუზავებელი ალოეს წვენი და ამავე დროს გაეკეთებინა მტკივნეულ სახსრებზე ალოეს საფენები.

გარკვეული დროის შემდეგ ბებიამ ისევ შეძლო ემოძრავა თითები, რომლებსაც ადრე ვერ ამოძრავებდა.გარდა ამისა, მას დაუბრუნდა კისრის მოქნილობა და სხვა მოძრაობებიც გაუხდა უფრო თავისუფალი, მსუბუქი და უმტკივნეულო.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ალოე სახსრების მკურნალობისას?

სახსრებთან პრობლემების დროს რეკომენდებულია შეათავსოთ ალოეს შინაგანი და გარეგანი გამოყენება.

ალოე კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ მაცივარში 4-5 დღის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამოვწუროთ მისგან წვენი. მიიღეთ ალოეს წვენი 2-3 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ტკივილის შეგრძნებების ინტენსიურობის მიხედვით, შეიზილეთ ალოეს წვენი დაზიანებულ ადგილებში დღეში 2-6-ჯერ.

ეფექტურ გავლენას ახდენს ალოეს, თაფლისა და არყის კომპრესი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში შემდეგი პროპორციით: 1 წილი ალოეს წვენი, 2 წილი თაფლი, 3 წილი არაყი ან სამედიცინო სპირტი. ხსნარში დაასველეთ მარლის საფენი და დაიდეთ მტკივნეულ სახსარზე 30-40 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 1-2-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
სოფო
ლოეს ღვინოს და ტაფლს რომ ურევენ ვინმემ ხომ არ იციტ ეს რეცეპტი რომ მომწეროთ
21:01 / 27-01-2017
გამოხმაურება / 1 /
შორენა
300 გრ ალოე( 5 წლის და ზემოთ) 300 გრამი თაფლი 600მლ საფერავი..ავურით და გავაჩეროთ 10 დღე ბნელ ადგილზე...ვურიოთ ყოველდღე ხის კოვზით...გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ჭამამდე 1 საათით ადრე
12:16 / 29-01-2018
maka
RAmdeni dge unda davliot?
15:05 / 03-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თათა
ქეთინო ქეთა ეს ერთი კურსია? რამდენჯერ შეიძლება გამეორება და უკუჩვენებები თუ აქვს? წინასწარ გიხდით მადლობას.
11:19 / 03-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქეთინოს დადებული რეცეპტი გამოცდილი მაკვს,საოცარიაა,რამდენჯერმე მივიგე ეს ნაყენი,ძალიან ეფექტური და შედეგიანია .ოდონდ დოზები ოდნავ განსხვავდება,ტაფლი იკო იმაში ცოტა მეტი,
14:47 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
manana
Ar ikideba aloes wveni? Me distributori var FOREVER ,amerikuli companiaa da mxolod aloes produktebs awarmovebs. Aris supta aloes geli, da saxsrebistvis aris aloes geli spezialuri davamatebit (FOREVER LIVING PRODUCTS )
18:45 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS