22 მაისი, 2015
როგორ მოიშოროთ სახიდან შავი წერტილები 10 წუთში
გვირილა ან ორკბილა ჯამში ან პატარა ქვაბში მოხარშეთ. ჯამი გადმოდგით, მცირე ხნის შემდეგ, ისე, რომ სახე არ დაგეწვათ, სახე ორთქლს მიუშვირეთ და თავზე პირსახოცი გადაიფარეთ.

ორთქლის აბაზანა 10 წუთი მაინც უნდა ჩაიტაროთ. თუ სუნთქვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, თავი პირსახოციდან გამოყოთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ.

მას შემდეგ, რაც სახეს კარგად დაიორთქლავთ, აიღეთ საკვები სოდა და სახეზე გამოყრილ შავ წერტილებზე გულმოდგინედ შეიზილეთ, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოებში.

სოდა პრობლემურ ზონებს ამოასუფთავებს. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ზეითუნის ზეთი
წაისვით. შედეგს რამდენიმე ''სეანსის'' შემდეგ მიაღწევთ. შეგიძლიათ, გვირილა და ორკბილა მონაცვლეობით გამოიყენოთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS