22 მაისი, 2015
თუ მუხლები გტკივათ - მკურნალობა ხალხური საშუალებებით
1. პირშუშხას ფოთოლს გადაასხით მდუღარე წყალი და დაიდეთ 2-3 საათით მუხლზე. პირშუშხას ფოთოლი კარგად იწოვს მარილებს და ტკივილი ქრება. მკურნალობის კურსი - 1 კვირა.

2. 100 გ სამედიცინო სპირტს დაამატეთ 50 გ ქაფური ზეთი. კარგად აურიეთ და დაამატეთ 50 გ მდოგვი. შემდეგ კარგად ათქვიფეთ 100 გ კვერცხის ცილა და დაამატეთ ნარევს. ამ ნარევით ძილის წინ დაიზილეთ მუხლები.

3. მუხლების ტკივილის დროს კარგად შველის ღორის სალას კომპრესები.
დაჭერით სალა და 1 ნაჭერი დაიდეთ მუხლზე ძილის წინ, ზემოდან დაიდეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ. დილით მოიხსენით საფენი და საღამოს ისევ დაიდეთ სალას ახალი ნაჭერი. სალა კანის ფორებიდან იწოვს მარილებს. ტკივილი ქრება 5 პროცედურის შემდეგ.

4. 12 ს.კ. ამიაკი, 3 ს.კ. წყალი და 1 ჩ.კ. თაფლი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ იმდენი ჭვავის ფქვილი (თუ არ გაქვთ გამოიყენეთ ხორბლის), რომ გააკეთოთ კვერი. გააბრტყელეთ კვერი და ძილის წინ დაიდეთ მუხლზე, შეიხვიეთ შალით.

5. გაზაფხულზე დაკრიფეთ 130 ც. ბაბუაწვერას ყვავილი და დაასხით 300 გ არაყი ან სპირტი, დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ ადგილას 40 დღით. დაიზილეთ მუხლები ამ სითხით ძილის წინ და თბილად შეიხვიეთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS