22 მაისი, 2015
შეგრძნებები ორსულობის დროს - როგორ შევიმსუბუქოთ ფეხმძიმობის პირველი თვეები
წყარო

ალბათ ხშირად ყოფილა როდესაც თავი თქვენ ან ოჯახის წევრს ცუდად გიგრძნიათ, სასწრაფოს გამოძახება გეზარებათ, ფიქრობთ, რომ გაგივლით. რა თქმა უნდა ასე მოქცევა დაუშვებელია, მაგრამ გთავაზობთ ერთ ძალიან კარგ ხერხს, რომლის საშუალებითაც ექიმთან მისვლამდე უკვე ერთი ნაბიჯით წინ იქნებით.

ყველა ოჯახში უნდა ინახებოდეს დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, სადაც წაიკითხავთ დაავადებების, სიმპტომების და რაც მთავარია პირველადი დახმარების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. წიგნი იწყება არაჩვეულებრივი სარჩევით, სადაც ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია ყველა დაავადება და მოძებნა აღარ გაგიჭირდებათ.

წიგნში დიდი
საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" 1 ივნისს ''კვირის პალიტრასთან'' ერთად ათეულის მორიგი ტომი გამოდის "სამედიცინო ენციკლოპედია" გამოდის და 8 ივნისამდე გაიყიდება.
წიგნში დაწვრეილებით არის მოთხრობილი ყველა დაავადებაზე. გასტრიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, პანკრეატიტი, ბრონქული ასთმა, გულის დაავადებები, რევმატული დაავადებები, პოდაგრა, თირკმლის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ვირუსული ჰეპატიტები, ქალური დაავადებები და უამრავი სხვა.

გთავაზობთ, ქალბატონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ამონარიდს წიგნიდან. თემა ეხება ორსულობის პირველ შეგრძნებებს.

ქალს უმეტესად ორსულობის პირველივე დღიდან უმძაფრდება ყნოსვა და გემოვნება. უვითარდება ზოგიერთი გემოს და სუნის მიმართ შერჩევითი სიძულვილი ან სიყვარული. ზოგჯერ ქალი ქმრის სიახლოვეს ვერ იტანს.

Rating

ორსულობის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია აგრეთვე გულისრევის შეგრძნება. ქალი ადვილად იღლება, მოთენთილია, გუნება-განწყობა შეცვლილი აქვს. ხშირად შესაძლებელია ტემპერატურული რეაქციის არსებობაც.

ორსულობის პირველი პერიოდი მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან ამ დროს ხშირია თვითნებური აბორტები. ამიტომ ორსული უნდა მოერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას, სტრესულ სიტუაციებს. მომავალი დედა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში უნდა ცხოვრობდეს, კარგად ეძინოს, შეუძლია აკეთოს ყოველდღიური მსუბუქი
საქმეები.

როგორც უკვე აღინიშნა, ქალთა უმრავლესობას ორსულობის პირველივე დღიდან ეცვლება ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება, რაც ზოგიერთი საკვების გემოსა თუ სუნის არჩევით სიძულვილსა ან სიყვარულში გამოიხატება.

ორსულობის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ზოგჯერ ღებინება იმდენად ხშირია, რომ ფეხმძიმე ქალის ნორმალურ კვების რეჟიმს არღვევს. ეს ადრეული ტოქსიკოზია. იმის მიხედვით, ქალი დღეში რამდენჯერ აღებინებს, არჩევენ ტოქსიკოზის მსუბუქ (5-6-ჯერ), საშუალო (10-12) და მძიმე (20-30) ფორმებს.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS