22 მაისი, 2015
სოდის შამპუნის მომზადება სახლის პირობებში
საკვები სოდა გამოიყენება როგორც ორგანიზმის გამაჯანსაღებლად, ასევე თმის მოვლისთვის.

ის შესანიშნავად ასუფთავებს თმებსა და კანს. როგორ მოვამზადოთ შამპუნი სახლის პირობებში სოდის საშუალებით:

სქელი და საშუალო სიგრძის თმისთვის საკმარისია 1 სუფრის კოვზი სოდა. გახსენით ცხელ წყალში, შემდეგ კი დაუმატეთ ცივი წყალი და გაანელეთ სასურველ ტემპერატურამდე. ნაზავი უნდა გამოვიდეს დაახლოებით ერთი ჭიქა.

მომზადება სულ 2 წუთს წაგართმევთ. შემდეგ ნაზავი წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და ჩამოიბანეთ.

ანა ვერძაძე

ბეჭდვა