21 მაისი, 2015
მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო 10 პროდუქტი

 

ორაგული - აუცილებელია თავის ტვინის,თვალების,სისხლძარღვებისა და კანის ჯანმრთელობისთვის. სასარგებლოა მათთვის,ვისაც ნერვული აშლილობა და დეპრესია აწუხებს.

ნუში - დაგეხმარებათ მუცლის მოშრებაში,ახანგრძლივებს სიცოცხლეს. თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.

ზეთისხილი - ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის გულის დაავადებების წარმოქმნ
ას. შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

ავოკადო - შეიცავს ანტი-ასაკობრივ - ც, ე, კ და ბ 6 ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ცხიმებს.

პომიდორი ჩერი - ებრძვის ნაოჭებს. ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტისა და კიბოს განვითარების რისკს.

ბულგარული წიწაკა - მდიდარია ც და ა ვიტამინებით. ა ვიტამინი დაგეხმარებათ ჯანსაღი კანის,კბილებისა და ძვლების შენარჩუნებაში.

სტაფილო - შეგინარჩუნებთ ახალგაზრდა კანს და შესანიშნავ მხედველობას.

მწვანე ბარდა -თუ ბარდას მირთმევას გადაწყვეტთ,იცოდეთ რომ ის აუცილებლად შეამცირებს შაქრის მოხმარების დოზას. თუ არ გიყვართ ბულგარული წიწაკა სალათში, მისი შეცვლა მწვანე ბარდით შეგიძლიათ.

ბროკოლი - ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტი. სასარგებლოა კანისთვის, ფრჩხილებისა და თმისთვის. ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს და თავიდან აგაცილებთ შეშუპებას.

ჭარხალი - აღიარებული როგორც, ჯანსაღი კვების წამყვანი პროდუქტი. მისი რეგულარული მიღება გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას.

ანა ვერძაძე

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვალოდა
სადაა ვაშლი ?????
01:31 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS