18 მაისი, 2015
წყლის დიეტა - დაიკელით თვეში 12-14 კილოგრამი უპრობლემოდ
გადაჭარბებული და არაბალანსირებული კვება გავლენას ახდენს ცხიმისა და ტოქსინების არასწორ განლაგებაზე. მათ ჩამორეცხვაში დაგეხმარებათ წყლის დიეტა. ალბათ ბევრგან წაგიკითხავთ,რომ წყალი წვავს ცხიმებს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

წყლის დიეტით თქვენ დაიკლებთ3-დან 5კგ.მდე და ეს იქნება არა ცხიმოვანი ქსოვილების,არამედ ტოქსინების წვის შედეგი.

წყლის დიეტა დაგეხმარებათ ორგანიზმის სწრაფ და ღრმა წმენდაში.

წყლის დიეტის მექანიზმი რამდენიმე პრინციპზეა დაფუძნებული.

პირველ რიგში იცოდეთ, რომ საკვების მიღებამდე თუნდაც ერთი ჭიქა წყალი დაგიკარგავთ მადას.

მეორეც - წყალი გამოდევნის ტოქსინებს ნაწლავებიდან და წმენდს
საშარდე გზებს. აუცილებელია მხოლოდ სუფთა წყალი და არა ჩაი, წვენი ან სხვა სითხეები.

დალიეთ დღეში 2,5 ლიტრი სუფთა, გაფილტრული წყალი. სჯობს ეს პროცედურა გაიმეოროთ დროის ერთნაირი ინტერვალებით და ერთნაირი დოზით.

ბოლო ჭიქა წყალი უნდა დალიოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, რომ მოასწროთ ტუალეტში შესვლა და ღამით ტკბილად დაიძინოთ.

იმ შემთხვევაში თუ ზედმეტი ცხიმების მოშორება გსურთ, შემოგთავაზებთ ნაკლებ კალორიულ პროდუქტებს - კომბოსტო, კიტრი, ბრინჯი, ციტრუსი, ნიახური, უცხიმო ხაჭო, რძე, კეფირი და იოგურტი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები და მოხარშული, მჭლე ხორცი, ცილების მისაღებად. დღის განმავლობაში კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000-1200-ს.

აუცილებლად მოგიწევთ უარის თქმა ცხიმიან საკვებზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, სხვადასხვა საკმაზზე, მაიონეზსა და გაზიან სასმელებზე. შემოთავაზებული პროდუქტებით შეგიძლიათ მოამზადოთ წვნიანი, სალათი,მოშუშოთ ბოსტნეული ხორცთან ერთად, მაგრამ უზეთოდ.

ასევე მიირთვათ ჯანსაღი და ცოცხალი კოქტეილები. კატეგორიულად გეკრძალებათ შაქარი. დასალევად აუცილებლად მიიღეთ წყალი.

როგორც სხვა ნებისმიერი გამწმენდი დიეტა, წყლის დიეტაც დაიცავით 1 თვიანი შესვენებებით.
ერთი თვის მანძილზე თუ ამ დიეტას დაიცავთ, წონაში 12-14 კილოგრამამდე დაიკლებთ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინი
ეს დიეტა ბავშვებისთვის შეიძლება? 12 წლის.
19:52 / 30-09-2020
გამოხმაურება / 0 /
კაოფ380
სისულელეა, 12 კგ-ს ვერ დაიკლებს ვინმე, თუ მისი წონა 200 კილოზე მეტი არაა
16:21 / 04-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS