16 მაისი, 2015
როგორ გავითეთროთ კბილები – 5 რჩევა ჰოლივუდის სტომატოლოგ შერი ვორსისისგან
თუ გსურთ გქონდეთ ბლეიკ ლაივლის მსგავსად მომაჯადოებელი ღიმილი, შეგიძლიათ მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც კბილების პროფესიონალურ წმენდას ჩაგიტარებენ. ან მიჰყვეთ ამერიკელი სტომატოლოგის, შერი ვორსის უბრალო რჩევებს, რომელიც ხელსაყრელია სახლის პირობებშიც.

1. ქიმიის გაკვეთილი

კბილების დამოუკიდებლად წმენდისთვის, მიჰყევით შემდეგ შემადგენლობას: 3 ჩ.კ. სოდას დაამატეთ 2 ჩ.კ. 3%-ი წყალბადის ზეჟანგი, აურიეთ ისინი ერთმანეთში და მიღებული მასით გაიწმინდეთ კბილები. იმოქმედეთ ფრთხილად, არ დაიზიანოთ ემალი. ამ მასის გამოყენება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. ერთ თვეში შეამჩნევთ, რომ შავი ლაქები თქვენს კბილებზე რამდენიმე
ტონით გაღიავდება.

2. დამიჭირე

როგორც ცნობილია, შავი ყავა და ჩაი, ხელს უწყობს შავი ლაქების წარმოქმნას კბილებზე. იმისთვის,რომ უარის თქმა არ მოგიწიოთ საყვარელ სასმელებზე და თავისუფლად დალიოთ კოკა-კოლა ან თუნდაც წითელი ღვინო, გამოიყენეთ საწრუპავი ჩხირი. ამ გზით თქვენ შეამცირებთ საღებავის მოქმედებას კბილის ემალზე. უკეთესი ეფექტისთვის, ამ ყველაფრის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები ან გამოივლეთ წყალი.

3. ვაშლის ბაღი

თუკი თქვენ ხელთ არ გაქვთ კბილის ჯაგრისიი ან პასტა, შეჭამეთ ვაშლი, რომელიც შეიცავს ხილის მჟავას, რისი საშუალებითაც ასუფთავებს თქვენს კბილებს და ანადგურებს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს, აშორებს შავ ლაქებს ბუნებრივი გზით.

4. ოკი-დოკი!

აი კიდევ ერთი ხერხი, კბილების დამოუკიდებლად მოვლისთვის. აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ გამჭვირვალე საფარი, რომელსაც ხშირად იყენებენ ჰოკეის მოთამაშეები თამაშის დროს. ინსტრუქციის თანახმად, საფარი გაიჩერეთ კბილებზე რამდენიმე წუთს. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ საიმისოდ, რომ შედეგს მიაღწიოთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი კბილები გაქათქათდება.

5. გასაოცარი ვიზაჟი

ამ მეთოდს ბევრი ცნობილი ვიზაჟისტი იყენებს: უბრალოდ შეიღებეთ ტუჩები წითლად. ეს ეშმაკური ხერხი შემდეგში მდგომარეობს - თქვენ
აუცილებლად უნდა აირჩიოთ ცივი ფერები ჩრდილისთვის. სწორედ მათი საშუალებით ხდება სიყვითლის გადაფარვა და კბილებიც გაცილებით თეთრი ჩანს.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS