16 მაისი, 2015
როგორ ვიმკურნალოთ მარწყვით - ის, რაც აქამდე არ იცოდით
მარწყვის პირველი მოხსენიება როგორც სამკურნალო მცენარის შეიძლება შეგვხდეთ ჯერ კიდევ ანტიკურ ლიტერატურაში. ბევრმა იცის კენკროვანის სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ ყველა არ იყენებს მკურნალობისთვის ნახარშებსა და ნაყენებს, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მაღალი წნევით და სისხლძარღვების სისტემით დაავადებულმა ადამიანებმა.

მარწყვი შეიცავს ვიტამინებს A, ც და B6, ასევე პექტინის ნივთიერებებს, მჟავებს, ფოსფორის მარილებს, ეთერზეთს, რკინას და კალციუმს. ფოთლების შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა, არომატული ნივთიერებები და ალკალოიდები. ყველაზე სასარგებლოა წვრილი მარწყვი, რომელსაც ტყის (ბაღის) მარწყვს უწოდებენ.

1. მარწყვის ნაყენი.
6 ს.კ. მარწყვს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 100-100 მლ 2-ჯერ დღეში. კურსი-1 თვე.

2. მარწყვის ფოთლების ნახარში. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 30 წუთით. როცა ნახარში გაცივდება, გაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 2 კვირა, შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.

3. მარწყვის ფოთლების სპირტიანი ნაყენი. არითმიის და გულის უკმარისობის დროს 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა არაყი და დააყენეთ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 40-40 წვეთი 3-ჯერ დღეში. კურსი 1 თვე.

4. მარწყვის ფოთლების ნაყენი. მაღალი სიცხის დროს 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 100-100 მლ 4-ჯერ დღეში.

5. ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად მიიღეთ 120 გ მარწყვი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS