12 მაისი, 2015
ეკო ფანგანის წონის საიდუმლო – კარაქიანი პური დილა-საღამოს
არ ვვარჯიშობ, არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ყოველთვის კარგ ფორმაშია, თუმცა წონის შენარჩუნებისთვის არასდროს არაფერს აკეთებს. როგორც თავად ამბობს, სასურველი წონა მხოლოდ მისი გენეტიკის დამსახურებაა. მოდელი, რომელიც მტანჯველი დიეტებს არ მიმართავს, დღეს მოდის სამყაროში იშვიათი მოვლენაა. გადავწყვიტეთ, ეკოსთვის რამდენიმე კითხვით მიგვემართა და დიეტის რეცეპტების გამხელა გვეთხოვა, რომელიც შესაძლოა, ბევრ მათგანს დახმარებოდა, თუმცა ეკოსგან დიეტის რეცეპტის გაგება ვერ მოვახერხეთ.

ეკო, როგორ ახერხებ, რომ სულ ფორმაში იყო, დიეტას იცავ?
-
არაფერს არ ვაკეთებ წონის შესანარჩუნებლად. არ ვვარჯიშობ, არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და არც სწორად ვიკვებები. ვჭამ მაშინ, როცა მშია და ვჭამ ყველაფერს. საუზმესა და ვახშამზე კარაქიან პურზე უარს არ ვამბობ. გენეტიკა მაქვს ასეთი.

იცი დიეტა, რომელიც ყველასთვის ეფექტურია?
- მსგავსი დიეტა არ ვიცი. მათ, ვისაც მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ, ვურჩევ, ცოტა ჭამონ.

უფრო კონკრეტულ დიეტას ვერ ურჩევ ჩვენს მკითხველს?
- არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და არ ვიცი არც ერთი მათგანი. არ გჯერათ, მგონი (იცინის).

მჯერა...
- სიამოვნებით გეტყოდით რომ ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნანა
გამოვედი სიბნელესა შინა შთენილი, ჰოი მადლობა შენ დიაცო, შენი თვალები ვარსკვლავებია, შენი ცხვირი კი ნეტა რომელმა ქირურგმა შექმნა ასეთი?
15:22 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნეტა თქვენ!
რომელი სილამაზის ეტალონია, რომ მისი დიეტა გვაინტერესებდეს?
11:32 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკო-ფუდი
თუ შეიძლება გვითხარით რას წარმოადგენს ეს ადამიანი, მას განუწყვეტლივ ვხედავთ ტელეეკრანებზე, ვკითხულობთ მის ინტერვიუებს და არ ვიცით რას პროფესია აქვს და რა გაუკეთებია საერთოდ
15:28 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
ასეთი აზრიანი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჯერ არ წამიკითხავს!:D
08:51 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS