11 მაისი, 2015
ჯადოსნური სილამაზის "საპონი" - ერთდროულად შეგიცვლით ტონიკს, სკრაბს და მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებას
დაგჭირდებათ:

2 ს.კ. ბარდას ფქვილი
2 ს.კ. შვრიის ფქვილი
½ ჩ.კ. კურკუმა (სანელებელი, იყიდება სუპერმარკეტებში)
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ბარდა და შვრიის ფანტელი (გერკულესი) დაფქვით ყავის საფქვავში. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში კოშტების მიღებამდე. ჯადოსნური "საპონი" მზადაა. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოამზადოთ ინგრედიენტების პროცენტური თანაშეფარდებით ცოტა მეტი და შეინახოთ თავდახურულ შუშის ქილაში ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენება:

ნარევის 1-2 ჩ.კ. გადმოიღეთ ხელისგულზე და გააზავეთ ცოტაოდენი თბილი წყლით. წაისვით ნოტიო სახის კანზე წრიული მოძრაობებით. თუ გაიჩერებთ 5 წუთს, "საპონი" იმოქმედებს
როგორც ნიღაბი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

თქვენ დაუყოვნებლივ იგრძნობთ, როგორ შეიცვალა თქვენი კანი. "საპონი" წმენდს, კვებავს, ასწორებს კანს. კანი ხდება ნაზი და ხავერდოვანი.

50 წელს გადაცილებულ ქალბატონებისთვის რეკომენდებულია "საპონში" A და E ვიტამინების ზეთოვანი ხსნარის 3-3 წვეთის დამატება.

მოსინჯეთ და დარწმუნდებით როგორ სასიამოვნოდ და ეფექტურად მოქმედებს ეს პროცედურა თქვენს კანზე. ის ერთდროულად შეგიცვლით ტონიკს, სკრაბს და მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS