11 მაისი, 2015
სასწაულმოქმედი ვარჯიში კისრის ოსტეოქონდროზისთვის
მხოლოდ 4 ვარჯიში, რომელიც ერთი შეხედვით ბანალური მოგეჩვენებათ, რეგულარული შესრულებით გაგანთავისუფლებთ კისრის ოსტეოქონდროზის ტკივილებისგან და დაგირეგულირებთ ძილს.

1. დადეგით, ზურგი და თავი სწორად დაიჭირეთ (საწყისი მდგომარეობა). ორივე ხელის თითები მიიტანეთ ერთმანეთთან, გადაჯაჭვეთ "საკეტში" და დაიდეთ თავზე. შემდეგ თავი დახარეთ ცოტა წინ და ხელების მეშვეობით წინააღმდეგობის გაწევით, ეცადეთ დააბრუნოთ თავი პირვანდელ მდგომარეობაში, დაითვალეთ 30-მდე და მოდუნდით. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.

2. მიიღეთ საწყისი მდგომარეობა. გა
დაატარეთ მარცხენა ხელი თავის ზემოთ და დაიდეთ ხელისგული მარჯვენა ყურზე. ოდნავ დახარეთ თავი მარცხენა მხრისკენ და ხელის მეშვეობით წინააღმდეგობის გაწევით, ეცადეთ დააბრუნოთ თავი პირვანდელ მდგომარეობაში, დაითვალეთ 30-მდე და მოდუნდით. გააკეთეთ ვარჯიში კიდევ ერთხელ და იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.

3. დაჯექით სკამზე, დაეყრდენით ხელებით საჯდომს, ზურგი უნდა იყოს სწორი. შემდეგ გაღუნეთ ზურგი, თავი მაქსიმალურად გადაწიეთ უკან და დაითვალეთ 30-მდე. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში და შემდეგ გაიმეორეთ ვარჯიში.

4. მიიღეთ საწყისი მდგომარეობა როგორც პირველ ვარჯიშში. თავი მიატრიალეთ მარცხნივ და უყურეთ მხარიღლივ, დაითვალეთ 30-მდე და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გააკეთეთ ვარჯიში კიდევ ერთხელ და იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.

ერთხელ ივარჯიშეთ სარკის წინ, თქვენ დაინახავთ როგორ მუშაობენ კისრის კუნთები და გასაგები გახდება, რატომ არის ეს ვარჯიშები ასეთი ეფექტური.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ილონა
ყველაფერი გასაგებია, რათ უნდა მაგას ვიდეო
09:24 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
თან დაურთეთ ვიდეო რა!
16:03 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS