ფუტკრის მტვერი შეუცვლელია ისეთი დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს, როგორიცაა გულის იშემური დაავადება, ინსულტი, ჰიპერტონია, არითმია, ინფარქტი, ღვიძლის დავადებები. ის აუმჯობესებს ორგანიზმის ენდოკრინული და ნერვული სისტემის მუშაობას (ფარისებრი ჯირკვლის ადენომის, დიაბეტის, ენდემური ჩიყვის, ნევროზების, უძილობის, დეპრესიის დროს).
ამის გარდა ფუტკრის მტვერი მოქმედებს
გთავაზობთ რამდენიმე შემოწმებულ რეცეპტს:
ტუბერკულოზი. დღეში 3-ჯერ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად მიიღეთ 1 ჩ.კ. ფუტკრის მტვერი ჭამამდე 15 წუთით ადრე. ბავშვებმა - ½ ჩ.კ. 3-ჯერ დღეში. ფუტკრის მტვერის მწარე გემოს გამო შეგიძლიათ მიაყოლოთ ცოტა თაფლი ან მურაბა. მკურნალობის კურსი - 1,5 თვე.
დიაბეტი. აურიეთ ერთმანეთში 30 გ ჭინჭრის ფოთოლი, 35 გ ბაბუაწვერას ფესვი და 35 გ მოცვის ფოთოლი. მცენარეული ნაკრების 2-3 ს.კ. მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ½ ჭიქა 4-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე ½ ჩ.კ. ფუტკრის მტვერთან ერთად, რომელსაც წინასწარ უნდა დაასხათ 50 მლ მდუღარე წყალი და დააყენოთ 3-4 საათი. მკურნალობა - 1 თვე.
ანემია. მიიღეთ 0,5-1 ჩ.კ. ფუტკრის მტვერი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობა - 1 თვე. საჭირო ეფექტის უქონლობის შემთხვევაში 2 კვირის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
გულსისხლძარღვთა დაავადებები. 80 გ თაფლი და 50 გ ფუტკრის მტვერი აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. კურსი - 1 თვე.
ნერვული სისტემის დაავადებები. 100 მლ ახალი რძე, 50 გ თაფლი და 2 ჩ.კ. ფუტკრის მტვერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შედგით მაცივარში 4 დღით. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.