28 აპრილი, 2015
ფუტკრის მტვერით მკურნალობა ბებიების რეცეპტებით - ტუბერკულოზის, დიაბეტის, ანემიის და გულსისხძარღვთა დაავადებების დროს
ფუტკრის მტვერი შეიცავს უამრავ მიკრო და მაკროელემენტებს. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კლინიკურმა გამოცდებმა აჩვენეს უდიდესი სასარგებლო და სამკურნალო გავლენა როგორც ჯანმრთელი, ასევე ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმზე. თავისი სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობით ფუტკრის მტვერი ბევრად ჯობნის თაფლს.

ფუტკრის მტვერი შეუცვლელია ისეთი დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს, როგორიცაა გულის იშემური დაავადება, ინსულტი, ჰიპერტონია, არითმია, ინფარქტი, ღვიძლის დავადებები. ის აუმჯობესებს ორგანიზმის ენდოკრინული და ნერვული სისტემის მუშაობას (ფარისებრი ჯირკვლის ადენომის, დიაბეტის, ენდემური ჩიყვის, ნევროზების, უძილობის, დეპრესიის დროს).

ამის გარდა ფუტკრის მტვერი მოქმედებს
ორგანიზმზე როგორც ძლიერი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ახდენს შეუფასებელ დახმარებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს, აძლიერებს მამაკაცურ ლიბიდოს. ის ასევე შეუცვლელი დამხმარეა ინფექციური დაავადებების და გაციების მკურნალობის დროს.

გთავაზობთ რამდენიმე შემოწმებულ რეცეპტს:

ტუბერკულოზი. დღეში 3-ჯერ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად მიიღეთ 1 ჩ.კ. ფუტკრის მტვერი ჭამამდე 15 წუთით ადრე. ბავშვებმა - ½ ჩ.კ. 3-ჯერ დღეში. ფუტკრის მტვერის მწარე გემოს გამო შეგიძლიათ მიაყოლოთ ცოტა თაფლი ან მურაბა. მკურნალობის კურსი - 1,5 თვე.

დიაბეტი. აურიეთ ერთმანეთში 30 გ ჭინჭრის ფოთოლი, 35 გ ბაბუაწვერას ფესვი და 35 გ მოცვის ფოთოლი. მცენარეული ნაკრების 2-3 ს.კ. მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ½ ჭიქა 4-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე ½ ჩ.კ. ფუტკრის მტვერთან ერთად, რომელსაც წინასწარ უნდა დაასხათ 50 მლ მდუღარე წყალი და დააყენოთ 3-4 საათი. მკურნალობა - 1 თვე.

ანემია. მიიღეთ 0,5-1 ჩ.კ. ფუტკრის მტვერი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობა - 1 თვე. საჭირო ეფექტის უქონლობის შემთხვევაში 2 კვირის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.

გულსისხლძარღვთა დაავადებები. 80 გ თაფლი და 50 გ ფუტკრის მტვერი აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. კურსი - 1 თვე.

ნერვული სისტემის დაავადებები. 100 მლ ახალი რძე, 50 გ თაფლი და 2 ჩ.კ. ფუტკრის მტვერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შედგით მაცივარში 4 დღით. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
რამდენი ხანი აქს სჰენახის ვადა ფუტკრის მტვერს?
18:39 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS