20 აპრილი, 2015
უკნასკნელი ნოუ-ჰაუ – ნახშირისა და ჟელატინის გამაახალგაზრდავებელი სუპერნიღაბი
აქტივირებული ნახშირის ნიღაბს უკანასკნელ ნოუ-ჰაუს უწოდებენ. ვინაიდან ფორიანი ხის ნახშირი კარგი აბსორბენტია, ის ადვილად უმკლავდება ანთებით პროცესს, კანიდან ამოაქვს ტოქსინები.

ის მტვერსასრუტივით წმენდს ცხიმოვან საცობებს, ამასთან არ აზიანებს ეპიდერმისს.

მომზადება:


1 ჩაის კოვზი ჟელატინი, რძე და დაფხვნილი აქტივირებული ნახშირი ერთმანეთში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაზავი 20 წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედგით, შემდეგ გააგრილეთ და გასუფთავებულ სახეზე წაისვით.

როგორც კი ნიღაბი მთლიანად კარგად გაშრება, ფრთხილად მოიცილეთ აპკივით.

ნიღაბი გაიმეორეთ სამ კვირაში, შედეგი დაუჯერებელია.

ბეჭდვა