19 აპრილი, 2015
უნიკალური რეცეპტები საშვილოსნოს პოლიპის, ჰიპერტონიის, ფრჩხილის სოკოსა და უამრავი დაავადების დროს
• საშვილოსნოს პოლიპების დროს. სექტემბერში დაკრიფეთ ნაძვის ტოტების ყლორტები და 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ყლორტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 10-15 წუთი და მიიღეთ ჩაის სახით ½ ჭიქა დღეში ერთხელ.

• ღრძილებიდან სისხლდენის დროს დაასველეთ მარლის ტამპონები ქრისტესისხლას სპირტიან ნაყენში და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 2-ჯერ.

• არ გადაყაროთ გოგრის ბოჭკოვანი ნაწილი, ძილის წინ გაიკეთეთ მისგან კომპრესები გაუხეშებული და დახეთქილი ფეხის ქუსლებზე. ასეთი კომპრესების შემდეგ ფეხის ქუსლი გახდება რბილი და ნაზი.

• ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს 50 გ მარწყვს დაასხით
200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათი და მიიღეთ 50-50 გ დღეში 3-4-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

• იმისათვის რომ განთავისუფლდეთ თითების და ფრჩხილის სოკოსგან, დღეში 2-3-ჯერ დაზიანებულ ადგილებში წაისვით მანდარინის წვენი.

• სიბერის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ორგანიზმი გამაახალგაზრდავებელი ჰორმონებით. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჩაცუცქულ მდგომარეობაში ყოფნა და დატვირთვა ფეხებზე ზრდიან ახალგაზრდობის ჰორმონის ბუნებრივ გამომუშავებას.

• ტროფიკული წყლულების დროს. გამხმარი ჭინჭრის ფოთლები დაფქვით და ფხვნილი დაიყარეთ წყლულზე.

• შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა ტომატის წვენის დალევა. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები.

• აბუსალათინის ზეთი აშორებს მეჭეჭებს, პაპილომებს და ყავისფერ ლაქებს. წაისვით დღეში 3-4-ჯერ.

• თუ გული გაწუხებთ ყოველდღიურად დალიეთ 6-7 ფინჯანი მწვანე ჩაი. მასში შემავალი ნივთიერებები ეწინააღმდეგებიან შედედებული სისხლის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება მიოკარდის ინფარქტის განვითარების რისკი.

• ყოველდღიურად მცირე რაოდენობის ნიგოზის და თხილის მიღება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.

• დღეში ერთხელ დაიზილეთ ღრძილები ზღვის მარილით, სისხლდენა შეგიწყდებათ, კბილის ფესვი კი გაგიმაგრდებათ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ციცო
რბილ ხალებზეც შეიძლება?
09:18 / 20-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ლი
სიბერეზე მომეწონა, "ჩაცუცქული" სასტავი არ დაბერდება!
05:23 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
Lali
Papilomebze minda da neta gaamartlebs?
00:23 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მართიკო
აბუსალათინის ზეთი, შავ ხალებზეც კარგად მოქმედებს?
14:56 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეს მართლაც საინტერესოა
21:35 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS