14 აპრილი, 2015
რძე ზაფრანით, კურკუმითა და კოჭათი - რა სასწაულის მოხდენა შეუძლია ჯადოსნურ სითხეს
რძე ჭეშმარიტად ჯადოსნური პროდუქტია, რომელიც გვიბოძა ბუნებამ. მასში ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებაა. რძე ამაგრებს ძვლებს და კბილის ემალს, ზრდის თავის ტვინის აქტიურობას და ბევრი სხვა. იოგების უძველეს ნაწერებში მითითებულია, რომ ბრძენები იკვებებოდნენ მხოლოდ რძით.

სასარგებლო რჩევები:

1. უმჯობესია გამოიყენოთ ახალი რძე სანდო წყაროდან. რძის ხანგრძლივი დუღება (15 წუთზე მეტი) სტრუქტურულად ცვლის რძის სასარგებლო ცილებს, ამიტომ თუ ადუღებთ რძეს, როგორც კი ის ადუღდება, მაშინვე გადმოდგით.

2. იმისათვის, რომ რძე შეთვისებადი იყოს, ის უნდა გამოიყენოთ სხვა
საკვებისგან დამოუკიდებლად ან ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებსაც გადამუშავების შემდეგ ტკბილი გემო აქვს (ბრინჯთან, ხორბალთან, ბანანთან, ქიშმიშთან, ფინიკთან და სხვა ).

3. ბევრად უკეთესად შეითვისება ცხელი რძე ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა დარიჩინი, კურკუმა, კარდამონი, კოჭა, მუსკატი, ზაფრანა. დალევის წინ დაამატეთ ცხელ რძეში მწიკვი ნებისმიერი სანელებელი:

- რძე დარიჩინით ამაგრებს გულს, წმენდს სისხლს და გააჩნია შარდმდენი თვისება.
- რძე კარდამონით ასევე სასარგებლოა გულისთვის და ნერვული სისტემისთვის, რძის წყალობით კარდამონის სამკურნალო თვისებები იზრდება 10-ჯერ.
- რძე მუსკატით ამშვიდებს, აღადგენს ძილს და აძლიერებს პოტენციას.
- ცხელი რძე კურკუმით სასურველია დალიოთ ძილის წინ, ის აუმჯობესებს ძილს და ფსიქიკას, აღადგენს სისხლს და კანს.
- რძე კოჭათი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლს და ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს მუშაობას. ასეთი რძე უმჯობესია დალიოთ დილით.
- რძე ზაფრანით - ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ქალის გაახალგაზრდავებისთვის, სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე და შობადობის ფუნქციაზე.

4. ცხელი რძე თაფლით და ერბოთი წარმატებით ეხმარება სახსრების დაავადებებს ( ართრიტი, ართროზები და ა.შ.), ნერვული სისტემის პრობლემებს და გაციებით გამოწვეულ დაავადებებს.

რძის დალევა უმჯობესია ცხელ მდგომარეობაში დილით 6-დან 9 საათამდე ან საღამოს 18-დან 21 საათამდე. ცივი რძის დალევა არ შეიძლება. გაუფრთხილით თქვენს კუჭ-ნაწლავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მე :P
ყველა სანელებელი იყიდება პასაჟში,სადაც ტორტის ბისკვიტები და მოსართავები იყიდება.მანდვეა ერთ-ერთ დახლზე სანელებლების სექცია.კონსულტაციასაც შესანიშნავად გაგიწევენ ნებისმიერ სანელებელსა თუ ესენციაზე.
01:22 / 19-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გასაგებია და კოჭა სად შეიძლება შევიძინოთ?
10:27 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კურკუმა და კარდამონი სანელებლებია, რომლებიც იყიდება სუპერმარკეტებში.
11:18 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კარგია ყველა ეს მაგრამ არ ვიცი რა არის კურკუმა და კარგამონი ხომ ვერ ამიხსნიდით_?
10:40 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS