11 აპრილი, 2015
მეცნიერებმა აღმოაჩინეს გახდომის მარტივი და ეფექტური ხერხი - გასახდომი სასმელის რეცეპტი
გრეიფრუტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით. ეს ციტრუსოვანი ნაყოფი შეიცავს ვიტამინების A, B, C, D, E დიდ რაოდენობას, ასევე კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, მარგანუმს, თუთიას, სპილენძს და რკინას.

მაიოს კლინიკის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ გრეიფრუტის წვენი ხელს უწყობს ცხიმების სწრაფ წვას და, აქედან გამომდინარე, ზედმეტი წონის დაგდებას.

როგორ დავამზადოთ გასახდომი სასმელი?

გამოყენების წინ გრეიფრუტი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში. 1 ც. გრეიფრუტი გაჭერით შუაზე, კოვზით ამოაცალეთ რბილობი და მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი და
დააბლენდერეთ. მიღებულ
სასმელს უამრავი სასარგებლო ნივთიერება აქვს. მთავარი მათგანი - პექტინია. ის ასტიმულირებს " კარგი" ქოლესტერინის გამომუშავებას. მხოლოდ 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი ამცირებს " ცუდი" ქოლესტერინის დონეს 15,5%-ით, მავნე ტრიგლიცერიდების რაოდენობა კი მცირდება 27%-ით. ამის გარდა პექტინი აქვეითებს ინსულინის დონეს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

გრეიფრუტი ასევე შეიცავს ლიკოპინს - ნივთიერებას, რომელსაც გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები.

გრეიფრუტის გასახდომი სასმელის მიღება საჭიროა არა მაშინვე ჭამის შემდეგ, არამედ საკვების მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. ასე თქვენ გარანტირებული იქნებით, რომ წვენი "მოკლავს" ტრაპეზის დროს მიღებული კალორიების ნახევარს. უმჯობესია გასახდომი სასმელის მიღება საღამოს.

ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გრეიფრუტი შესანიშნავი საშუალებაა პროფილქტიკისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტონიის, გრიპის და ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მცოდნე ნათიას
თქვენი წონის 1%, ანუ თუ 100 კილო ბრძზანდებით, 1 ლიტრი
11:24 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ლელა
1 გრეიფრუტზეა ლაპარაკი დღეში როგორც მივხვდი
07:49 / 10-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა რაოდენობით უნდა მიიგო დგეში ?
18:54 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS