31 მარტი, 2015
რძისა და ლიმონისგან დამზადებული სამკურნალო ხაჭო - მოგიხსნით ნერვულ აშლილობას და დეპრესიას
ეს უმარილო ხაჭოა, რომელიც მზადდება რძისა და ლიმონისგან. ასეთ ხაჭოს გააჩნია რიგი სამკურნალო მოქმედება: აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაგრებს გულს, ძვლებს და სახსრებს, ამის გარდა საკმაოდ სასარგებლოა ნერვული აშლილობების და დეპრესიული მდგომარეობების დროს.

სამკურნალო ხაჭო არ იწვევს დუღილის პროცესს ნაწლავებში, კარგად შეითვისება და სასიამოვნო გემო აქვს.

ხაჭოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:

რძე - 1 ლ
ლიმონი - 1 ც.

რძე დადგით ნელ ცეცხლზე და სანამ ადუღდება, ცხელ რძეში დაამატეთ ახლადდაწურული ლიმონის წვენი. სწრაფად მოურიეთ და მაშინვე გადმოდგით ქვაბი. მიღებული
მასა გაწურეთ და შეგიძლიათ მიირთვათ. ჭამის წინ ხაჭოს არ დაუმატოთ არც მარილი და არც შაქარი.

იმისათვის რომ გავაძლიეროთ სასარგებლო თვისებები, ხაჭოს შეიძლება დაამატოთ არაჟანი ან თაფლი. შრატი არ გადაასხათ, მას ასევე გააჩნია სასარგებლო თვისებები! ის შეგიძლიათ დალიოთ წყლის მაგივრად.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS