გარდა ამისა, უეჭველ პლუსად მიიჩნევა ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენება სახლის პირობებში. ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ პროცედურას გააჩნია - მისი რამდენჯერმე გამეორებაა. ანუ თქვენ ვერ შეძლებთ ერთი პროცედურით მუქი კულულების გაღიავებას, ეს მოხდება საშინაო საღებავის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ.
დაგჭირდებათ:
დარიჩინის ფხვნილი - 3 ჩ.კ.
თაფლი - 3 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი - 1-1,5 ჩ.კ.
თმის კონდიციონერი -
დარიჩინი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და კონდიციონერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მშრალ თმაზე ფუნჯით ან ღრუბელით წაისვით კრემი-ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე.
ეცადეთ არ წაისვათ ნიღაბი თმის ძირებზე, ვინაიდან დარიჩინმა შეიძლება აგიწვათ კანი. თავზე შემოიხვიეთ პოლიეთილენი და პირსახოცი და გაიჩერეთ 30-35 წუთი, შემდეგ მოიხსენით პოლიეთილენი და პირსახოცი და გაიჩერეთ ნიღაბი თმაზე კიდევ 3-5 საათის განმავლობაში.
ჩამოიბანეთ შამპუნით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ და გაიმეორეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ თმის სასურველ ფერს.
კესო ლაღიძე