27 მარტი, 2015
სამყურას სამკურნალო თვისებები - ანემია, სტენოკარდია, ნევრასთენია... შედეგი გამაოგნებელია
ამ ბოლო დროს ამ მცენარეს რატომღაც ნაკლებად ახსენებენ, თუმცა ხალხურ მედიცინაში ის წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: რევმატიზმის, სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, ნევრასთენიის, სისხლის ნაკლებობის და გაციების დროს.

სამყურას ნაყენი განსაკუთრებით ეფექტურია თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის თავიდან აცილების პროფილაქტიკისთვის.

სამყურა უნდა დაკრიფოთ მაისი-ივნისში (მხოლოდ ვარდისფერი თავები) და გააშროთ ჩრდილში.

სამყურას ნაყენი: 1 ლიტრიანი ქილა ნახევრად გაავსეთ გამხმარი სამყურას ყვავილებით და დაასხით 0,5 ლ კარგი არაყი. დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 2 კვირით, შემდეგ
გაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ: დილით - 1 ს.კ. 30 წუთით ადრე ჭამამდე, საღამოს - 1 ს.კ. ძილის წინ. კურსი - 3 თვე.

დამატებით ნაყენთან მიიღეთ სამყურას ნახარში, მაგრამ არა ნაყენთან ერთად, არამედ მისი მიღების შუალედებში: 2 ს.კ. სამყურას ყვავილი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ 30 წუთით ადრე ჭამამდე.

ასეთი მკურნალობის კურსის შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ მკურნალობის კურსი. მართალია მკურნალობა ხანგრძლივია, სამაგიეროდ შედეგიც გამაოგნებელია. სამყურას ყვავილებით ასეთი მკურნალობა ყოფნის როგორც მინიმუმი 3 წელი, შემდეგ ყველაფერი უნდა გაიმეოროთ მყარი შედეგისა და პროფილაქტიკისთვის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS