23 მარტი, 2015
სამკურნალო ჩაი ბალახებისგან, რომლებსაც ქალთა ბალახებს უწოდებენ
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ისეთი ფიზიოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა ნერვული გადატვირთვები, ვიტამინების უკმარისობა ორგანიზმში, წინამენსტრუალური სინდრომი, ასაკობრივი ცვლილებები და სხვა ნეგატიური მომენტები მოქმედებენ ქალის ჯანმრთელობაზე და განწყობაზე. ქალთა ბალახები ძველთაგან ეხმარებიან ამ პრობლემის გადაჭრაში.

• ჟოლოს ფოთლების ჩაი - ხელს უწყობს ქალის ჯანმრთელობის, სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს განწყობას, გამოყავს ტოქსინები, არეგულირებს ჰორმონების და შაქრის დონეს.

1 ჩ.კ. გამხმარ დაქუცმაცებულ ჟოლოს ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, თბილ ჩაის დაამატეთ 1 ჩ.კ.
თაფლი და მიირთვით.

• დეპრესიის საწინააღმდეგო ჩაი - თანაბარი რაოდენობის გვირილა, კუნელი და კრაზანა აურიეთ ერთმანეთში. მცენარეული ნაკრების 1 ჩ.კ. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და მიირთვით აუჩქარებლად მცირე ყლუპებით.

• ნევროზის, გაღიზიანების, მადის დაკარგვის დროს -
თანაბარი რაოდენობის ბაბუაწვერას ფესვი, ბარამბო და ჭინჭარი დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. მცენარეული ნაკრების 1 ჩ კ. ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი.

დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა, ბოლო მიღება - აუცილებლად ძილის წინ. მკურნალობის კურსი - 3 კვირა. ამ ჩაის მიღების დროს შავი ჩაის მიღება აკრძალულია.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS