19 მარტი, 2015
თავის ტკივილის მკურნალობის ეფექტური მეთოდი ხელის გულებით
თავის ტკივილის მკურნალობის ეს მეთოდი ძალიან იშვიათია და საეჭვოა, რომ კიდევ სადმე იპოვნოთ.
ის არ ითხოვს არანაირ საშუალებებს და მარტივი გამოსაყენებელია. მთავარი, რაც თქვენ დაგჭირდებათ - თქვენი ხელისგულებია.

მეთოდი ძალიან ძლიერი და სწრაფია! ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაგიარათ თავის ტკივილმა. მეთოდი უჩვეულოა და შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ დაიჯეროს. მაგრამ სცადეთ და ერთხელ მაინც მოსინჯეთ და თქვენ კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებით მას. რაშია საიდუმლო?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია განვიკურნოთ ნებისმიერი დაავადებისგან. ეს უძველესი სწავლებაა, რომლის
ფესვებიც იოგის და ტიბეტური მედიცინის სიღრმეშია.

თავის ტკივილის მკურნალობა ბიოენერგიით

საწყისისთვის უნდა დამუხტოთ ხელისგულები ენერგიით. კონცენტრირება მოახდინეთ ხელისგულებზე და შემდეგ 3-5 წამის განმავლობაში ენერგიულად წაუსვით ერთმანეთს ხელისგულები. შემდეგ ნელა დააშორეთ ხელისგულები ერთმანეთს მცირე მანძილზე და წარმოიდგინეთ, რომ მათ შორის წარმოიქმნება რაღაც ბუშტი. მზადაა, ხელისგულები დაიმუხტა.

ეხლა მიიდეთ ხელისგულები თავთან ისე, რომ მათი ქვედა ნაწილი იყოს წარბებზე, თითები კი - კეფასთან ახლოს. ან შეიძლება მოათავსოთ სხვანაირად: ერთი ხელი - შუბლზე, მეორე - კეფაზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და იწექით მასე 5-15 წუთი, გააჩნია რა სიძლიერით გტკივათ თავი.

სანამ წევხართ, წარმოიდგინეთ ხელისგულებიდან როგორ მიედინება ენერგია, რომელიც გადის თავზე. ეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ თავი აღარ გტკივათ. ასეთი წარმოსახვები აძლიერებენ მკურნალობის ეფექტს. შესაძლებელია 5-10 წუთში არ გაგიაროთ თავის ტკივილმა, მაგრამ შემდეგ 10 წუთში თქვენ დაგავიწყდებათ, რომ საერთოდ რაიმე გაწუხებდათ.

თუ სახლში გყავთ ბავშვი, რომლის ასაკი 5-15 წლამდეა, შეგიძლიათ მას სთხოვოთ გაგიკეთოთ ასეთი პროცედურა. საქმე იმაშია, რომ ბავშვებს ბიოენერგია ძალიან მაღალ დონეზე აქვთ და სრულიად შესაძლებელია, რომ 3-5 წუთში თავის ტკივილი გაგიყუჩდებათ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS