19 მარტი, 2015
სამკურნალო კისელი ლიმონით და თაფლით - წმენდს ნაწლავებს და სისხლძარღვებს
ნაწლავების და სისხლძარღვების გაწმენდაში, იმუნიტეტის გაძლიერებაში და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ სამკურნალო კისელი ლიმონით და თაფლით.

ინგრედიენტები:

1 ლიმონი
150 გ თაფლი
შაქარი გემოვნებით
2 ს.კ. სახამებელი
1 ლ წყალი

მომზადება:

ლიმონის კანი გახეხეთ და ცედრა ჩადეთ ადუღებულ წყალში, დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ ამოიღეთ წყლიდან. დაამატეთ გემოვნებით შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე.

შემდეგ დაამატეთ მცირეოდენ წყალში წინასწარ გახსნილი სახამებელი და ისევ მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით,
დაამატეთ 3 ს.კ. ლიმონის წვენი და ბოლოს, უკვე თბილ კისელში დაამატეთ თაფლი.

მიიღეთ სასარგებლო და გემრიელი კისელი დღეში 1-2 ჭიქა 1 თვის განმავლობაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS