15 მარტი, 2015
სილურჯეებისა და ჰემატომას სწრაფი მკურნალობის 7 უნიკალური მეთოდი
სილურჯების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალებებია ხალხური რეცეპტები.

1. სიცივე. უპირველეს ყოვლისა არ უნდა დაუშვათ დალურჯების გაჩენა. ამისათვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცივოთ ნატკენი ადგილი. დაიდეთ ტრავმის ადგილას დოლბანდში გახვეული ყინული და გეჭიროთ 1,5 საათის განმავლობაში. პერიოდულად მოაშორეთ ყინული, რათა არ მოხდეს ტრავმირებული ადგილის მოყინვა. თუ დალურჯება ხელზე ან ფეხზე გაქვთ, მჭიდროდ შეიხვიეთ ეს ადგილი ელასტიური ბინტით.

2. სითბო
. თუ დალურჯება უკვე გაჩნდა, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ სითბო. ის ხელს ყწყობს უკვე არსებული ჰემატომის გაწოვას. გამოიყენეთ ყველანაირი გასათბობი საშუალებები
- კომპრესები, დაზელვები.

3. კარტოფილის სახამებელი - დალურჯების იდეალური ხალხური საშუალებაა. გააზავეთ სახამებელი წყლით ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. უკვე მეორე დღეს ჰემატომას კვალიც არ დარჩება. ასევე ეფექტურია მეორე ვარიანტიც: კარტოფილი გახეხეთ და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას.

4. ბანანის ქერქი. დალურჯებულ ადგილას 30 წუთით დაიდეთ ბანანის ქერქის შიდა მხარე.

5. ბოდიაგა (იყიდება აფთიაქში) ეფექტურია მხოლოდ როცა სილურჯე ჯერ ახალია. აურიეთ ბოდიაგა და წყალი ერთმანეთში ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას.

6. ხახვი მარილით - საუკეთესო საშუალებაა ჰემატომას სამკურნალოდ. 5 ც. საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ 1 ს.კ. მარილი. მიღებული მასა გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ ტრავმირებულ ადგილას. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღე. ერთ კვირაში სილურჯე და ჰემატომა გაიწოვება.

7. იოდი. სილურჯის წარმოქმნის მეორე დღიდან გაიკეთეთ 5% იოდის ბადე მანამ, სანამ დალურჯება არ გაგივლით.

ბეჭდვა