15 მარტი, 2015
სილურჯეებისა და ჰემატომას სწრაფი მკურნალობის 7 უნიკალური მეთოდი
სილურჯების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალებებია ხალხური რეცეპტები.

1. სიცივე. უპირველეს ყოვლისა არ უნდა დაუშვათ დალურჯების გაჩენა. ამისათვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცივოთ ნატკენი ადგილი. დაიდეთ ტრავმის ადგილას დოლბანდში გახვეული ყინული და გეჭიროთ 1,5 საათის განმავლობაში. პერიოდულად მოაშორეთ ყინული, რათა არ მოხდეს ტრავმირებული ადგილის მოყინვა. თუ დალურჯება ხელზე ან ფეხზე გაქვთ, მჭიდროდ შეიხვიეთ ეს ადგილი ელასტიური ბინტით.

2. სითბო
. თუ დალურჯება უკვე გაჩნდა, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ სითბო. ის ხელს ყწყობს უკვე არსებული ჰემატომის გაწოვას. გამოიყენეთ ყველანაირი გასათბობი საშუალებები
- კომპრესები, დაზელვები.

3. კარტოფილის სახამებელი - დალურჯების იდეალური ხალხური საშუალებაა. გააზავეთ სახამებელი წყლით ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. უკვე მეორე დღეს ჰემატომას კვალიც არ დარჩება. ასევე ეფექტურია მეორე ვარიანტიც: კარტოფილი გახეხეთ და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას.

4. ბანანის ქერქი. დალურჯებულ ადგილას 30 წუთით დაიდეთ ბანანის ქერქის შიდა მხარე.

5. ბოდიაგა (იყიდება აფთიაქში) ეფექტურია მხოლოდ როცა სილურჯე ჯერ ახალია. აურიეთ ბოდიაგა და წყალი ერთმანეთში ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას.

6. ხახვი მარილით - საუკეთესო საშუალებაა ჰემატომას სამკურნალოდ. 5 ც. საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ 1 ს.კ. მარილი. მიღებული მასა გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ ტრავმირებულ ადგილას. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღე. ერთ კვირაში სილურჯე და ჰემატომა გაიწოვება.

7. იოდი. სილურჯის წარმოქმნის მეორე დღიდან გაიკეთეთ 5% იოდის ბადე მანამ, სანამ დალურჯება არ გაგივლით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარიამ
გამარჯობა ჩემი მეგობარი წაიქცა მუხლებზე აქვს ნატკენები და დალურჯებები და მოხრა გაშლის დროს სტკივა რას ურჩევდით?
13:51 / 11-07-2020
გამოხმაურება / 0 /
თებრო
გამარჯობათ ,მეგობრებო თუ შეიძლება მირჩიეთ კარგი პედიათრი .ბავშვსაქვს თვალის ირგვლივ სილურჯე და მაინტერესებ რატო აქვს
15:09 / 04-03-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გამარჯობათ. იქნებ ვინმემ შეძლოთ და მიპასუხოთ ძალიან მჭირდება. თითქმის ნახევარი წელია მხოლოდ ქვედა კიდურებზე სილურჯე მაქვს. თავდაპირველად ვფიქრობდი ვარტყავ რაღაცეებს და არ მახსოვსთქო, ახლა უკანა მხარესაც დამეწყო თან უფრო ჭარბად. რისი ბრალი შეიძლება იყოს ?
03:29 / 19-02-2017
გამოხმაურება / 1 /
tamo
mec egre mak da sisxlsac vagebineb da risi brali unda iyos ?
18:20 / 23-08-2018
TOPS