13 მარტი, 2015
რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის და გინეკოლოგიური პრობლემების მკურნალობა აკაციის ფოთოლით
აკაციის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ტანინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონიდებს, ვიტამინებს, მინერალებს და პექტინს. მათ გააჩნიათ სპაზმოლიტური, ანთებითსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სიცხისდამწევი და შარდმდენი თვისებები.

პრეპარატები, რომლებიც აკაციისგან მზადდება, გამოიყენება რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოქონდროზის, კუჭ-ნაწლავის, შარდსასქესო და ბრონქების დაავადებების დროს.

საკმაოდ ფართოდ იყენებენ აკაციას ხალხურ მედიცინაშიც. აკაციის წყალობით შეიძლება უამრავი ქალური დაავადებების განკურნება.

ქალური სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების დროს გამოიყენება თეთრი აკაციის ნაყენი:

1 ს.კ. აკაციის ყვავილს
დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე. კურსი - 1 თვე.

რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის და ოსტეოქონდროზის დროს:

50 გ აკაციის ყვავილებს დაასხით 0,5 ლ არაყი და დადგით დასაყენებლათ ბნელ ადგილას 3 კვირით. ნაყენი პერიოდულად უნდა შეანჯღრიოთ. შეიზილეთ მტკივნეულ ადილებში დღეში 2-ჯერ.

გაციების, ხველისა და სიცხისდამწევი საშუალება:

1 ს.კ. აკაციის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ თბილი ნახარში 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. იგივე ნახარში შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ სტომატიტის დროს პირის ღრუს გამოსავლებად.

თეთრი აკაციის გამოყენება აკრძალულია ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
ბეჭდვა