13 მარტი, 2015
რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის და გინეკოლოგიური პრობლემების მკურნალობა აკაციის ფოთოლით
აკაციის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ტანინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონიდებს, ვიტამინებს, მინერალებს და პექტინს. მათ გააჩნიათ სპაზმოლიტური, ანთებითსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სიცხისდამწევი და შარდმდენი თვისებები.

პრეპარატები, რომლებიც აკაციისგან მზადდება, გამოიყენება რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოქონდროზის, კუჭ-ნაწლავის, შარდსასქესო და ბრონქების დაავადებების დროს.

საკმაოდ ფართოდ იყენებენ აკაციას ხალხურ მედიცინაშიც. აკაციის წყალობით შეიძლება უამრავი ქალური დაავადებების განკურნება.

ქალური სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების დროს გამოიყენება თეთრი აკაციის ნაყენი:

1 ს.კ. აკაციის ყვავილს
დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე. კურსი - 1 თვე.

რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის და ოსტეოქონდროზის დროს:

50 გ აკაციის ყვავილებს დაასხით 0,5 ლ არაყი და დადგით დასაყენებლათ ბნელ ადგილას 3 კვირით. ნაყენი პერიოდულად უნდა შეანჯღრიოთ. შეიზილეთ მტკივნეულ ადილებში დღეში 2-ჯერ.

გაციების, ხველისა და სიცხისდამწევი საშუალება:

1 ს.კ. აკაციის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ თბილი ნახარში 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. იგივე ნახარში შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ სტომატიტის დროს პირის ღრუს გამოსავლებად.

თეთრი აკაციის გამოყენება აკრძალულია ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
თინა
რატომღაც მგონია რომ თანამედროვე მაცივრებში, როგორც ბოსტნეულს და ხილს ვინახავთ ისევე შეინახება ეგეც. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა
15:13 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
საქართველოს ქალი
მაინტერსბს, ზამთრისთვის გამოსაყენებლად, როგორც ცაცხვს ვახმობ ასევე აკაციის ყვავილი შეეიძლბა გახმეს? მ ვიცი,რომ ჩრდილში გამხმარი ფოთლები და ყვავილები ირ კარგავენ სასარგებლოობას და ალბათ ანალოგიურად ეგეც შეიძლბა?!
22:45 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თუ ნაყენი არაყზე მზადდება, რა თქმა უნდა შეინახება, ხოლო თუ ნაყენი წყალზეა, მაშინ მისი შენახვა არ შეიძლება,ამ შემთხვევაში უნდა დაკრიფოდ და გაახმოთ ჩრდილში აკაციის ყვავილები და ზამთარშიც გამოიყენებთ
20:01 / 15-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
ნაკენი ხომ სჰეინახება ზამტრისტვის?
18:04 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ია ძაგნიძე
გაზაფხულზე როდესაც ყვავის აკაცია მაშინ ადვილად შეიძლება ამ სითხეების მომზადება , მაგრამ ძირითადად ზამთარში საჭიროვებს ადამიანი ამ ნაყენის მიღებას, ამისათვის გთხოვთ გვასწავლოთ თუ როგორი მეთოდით დავამზადოთ ის ზამთრისათვის ისე რომ ძალიან არ დაჭკნეს და თავისი ეფექტი არ დაკარგოს . გმადლობთ.
02:48 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS