06 მარტი, 2015
აქტივირებული ნახშირი - უსაფრთხო მკურნალი და წყლის გამწმენდი
აქტივირებული ნახშირი ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში როგორც შხამსაწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება.
ნახშირით მკურნალობა სასიკეთოდ მოქმედებს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ალერგია, მეტეორიზმი, მოწამვლა, ქრონიკული გასტრიტი, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა, კოლიტი, დიარეა, დიზენტერია.

ასევე ეფექტურია ნახშირის მიღება ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მიღების შემდეგ. აქტივირებული ნახშირი ერთერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებაა ნაწლავების გასაწმენდად, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები და მეტეორიზმი აწუხებთ, რეკომენდებულია 1 აბი ნახშირის მიღება 10 კგ წონაზე 1 ჭიქა წყლით, 3-ჯერ დღეში 1 საათით ადრე ჭამამდე.

უნდა
გახსოვდეთ, რომ ნახშირის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება მხოლოდ 4 დღის განმავლობაში. სახიფათოა
არა დიდი რაოდენობის ნახშირის მიღება, არამედ მისი ხანგრძლივი მიღება.

უფრო ეფექტურია ნახშირის გამოყენება ფხვნილის ფორმით, ამიტომ მიღების წინ აბები დანაყეთ.

ნახშირი არა მხოლოდ შეიწოვს მავნე ნივთიერებებს, არამედ აფერხებს სამკურნალო პრეპარატების შეთვისებას, განსაკუთრებით ეს ეხება ანტიდეპრესანტებს და საძილე პრეპარატებს.

თუ ღებულობთ რომელიმე სამკურნალო პრეპარატს, ინტერვალი ნახშირის და მისი მიღების შორის უნდა შეადგინდეს არა ნაკლებ 6 საათი. მიუხედავად იმისა, რომ აქტივირებული ნახშირი აბსოლუტურად უსაფრთხოა, მისი მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების და ანტიტოქსიკური ნივთიერებების მიღების დროს.

აქტივირებულ ნახშირს შეუძლია არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდა, არამედ წყლის გასუფთავებაც. თავისი ფორებიანი სტრუქტურის წყალობით, სორბენტი იწოვს ქლორს, მძიმე მეტალებს და სხვა ქიმიურ მინაერთებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს წყალი.

წყლის გასასუფთავებლად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ნახშირის ფხვნილი, ასევე აბები. ამდაგვარად, ნახშირის მეშვეობით ვიღებთ ეგრედ წოდებულ ფილტრის ფენას. ნახშირი უნდა გააჩეროთ წყალში არა უმეტეს 30 წამი.

100 გ აქტივირებული ნახშირი ასუფთავებს 200 მლ წყალს. სუფთა დასალევი წყალი - მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელიც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა