ამ უცნაური დიეტის შემადგენელი ინგრედიენტები ექსკლუზიურად ჩვენ საიტს გაუმხილა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამუნა მიწვეულია რუსული "ფლეიბოის'' გადაღებებზე და მოდელი მრგვალი და ლამაზი ფორმებით გამოირჩევა. რაც მთავარია და ყველა ქალის ოცნებაა, მას ცელულიტი არ აქვს.
თამუნა გვთავაზობს თავის დიეტას:
ხანგრძლივობა: 1 თვე
(დიეტის შეწყვეტის შემდეგ შეძლებთ წონის შენარჩუნებას)
დილის 11 სთ:
1. წიწიბურა (120 გრამი)
2. ბრინჯი (120 გრამი)
3. ჰერკულესი (120 გრამი)
აირჩიეთ რომელიმე და არა ყველა! აგრეთვე, შეგიძლიათ დააყოლოთ მოხარშული ქათმის ფილე ან თევზი (120გრამი).
1 საათზე აუცილებლად ივარჯიშეთ
საღამოს 4სთ-ზე მიირთვით გრილზე შემწვარი ან მოხარშული საქონლის ხორცი (უმარილო) და მწვანე ბოსტნეული.
საღამოს 8სთ-ზე იმეორებთ იგივეს.
ღამით 11 საათზე ჭამეთ 0%-იანი ხაჭო.
აუცილებლად მოერიდეთ პურსა და ცომეულს, გაზიან სასმელებს, ტორტებს, ნამცხვრებს. ჩამოთვლილი საჭმელების გარდა ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სოკოს სუპი, მოხარშული კარტოფილი . დალიეთ დღეში ორ ლიტრამდე წყალი.
წონის გაკონტროლებას გისურვებთ!
თათული ღვინიანიძე