05 მარტი, 2015
4 სახის სამკურნალოს კისელი უამრავი დაავადების სამკურნალოდ
კისელში შემავალ სახამებელს გააჩნია შთანთქმადი თვისება და გამოყავს ორგანიზმიდან არა მხოლოდ მარილები, არამედ სხვა მავნე ნივთიერებებიც. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ზედმეტი წონის, ოსტეოქონდროზის, ღვიძლის დაავადებების, ჰიპერტონიის, სისხლძარღვების დაბინძურების და ავთვისებიანი სიმსივნეების დროსაც კი.

კისელი - საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა. თუ კი მას დაუმატებთ ნატურალურ ხილს და კენკროვანს, ამასთანავე ის გაჯერებული იქნება ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით.

კისელს გააჩნია ძლიერი დამცავი მოქმედება, ამიტომაც არის სასარგებლო მათი მიღება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. ის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ძალების აღსადგენად ადამიანებისთვის, რომლებსაც
გადატანილი აქვთ ქირურგიული ოპერაციები.

1. 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 3 ჭიქა წყალი, დაახურეთ თავსახური, დაგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. თბილ წყალში გააზავეთ 2 ს.კ. სახამებელი, შაქარი გემოვნებით და გადაასხით ასკილის ნახარშში. ისევ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ.

2. 100 გ ჰერკულესის ფანტელს დაასხით 2 ჭიქა ცივი რძე. როცა მარცვლეული მოიხარშება, რძე გაფილტრეთ საწურში და დადგით ნელ ცეცხლზე. წინასწარ მცირეოდენ წყალში გააზავეთ 1 ს.კ. სახამებელი და შაქარი გემოვნებით და გადაასხით ცხელ რძეში. წამოადუღეთ და გადმოდგით. ასეთივე წესით შეგიძლიათ დაამზადოთ რძიანი კისელი, "გერკულესის" გარეშე.

ზემოთ აღნიშნულ სხვა დაავადებების სამკურნალოდ შეგიძლიათ რეგულარულად მიიღოთ სხვადასხვა ხილის და კენკროვანის კისელი.

3. ციტრუსის კისელი. 2 ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაწურეთ ½ ლიმონის ან 1 ფორთოხლის წვენი, დაამატეთ გემოვნებით შაქარი და დაამატეთ მცირეოდენ თბილ წყალში წინასწარ გაზავებული 1 ს.კ. სახამებელი. წამოადუღეთ და გააცივეთ.

4. ძალიან სასარგებლოა ჟოლოს კისელი. ზაფხულში მას ამზადებენ ცოცხალი ჟოლოთი, ხოლო ზამთარში - გამხმარით. 2 ს.კ. ჟოლოს დაასხით 2 ჭიქა წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. სანამ წყალი დაიწყებს დუღილს ჩაასხით წინასწარ მცირეოდენ წყალში გაზავებული 1 ს.კ. სახამებელი, შაქარი გემოვნებით და წამოადუღეთ. თუ ამზადებთ კისელს გამხმარი ჟოლოთი, სანამ ჩაასხავთ გაზავებულ სახამებელს, წყალი ადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS