ამ დაავადებების დროს ირღვევა ჯანმრთელი სისხლის მიმოქცევა და პირველ რიგში ამით ზარალდება თავის ტვინი, რომელიც ღებულობს არასაკმარისს საკვებს.
ამიტომ აუცილებელია თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა არასასურველი ნივთიერებებისგან, რომლებიც ეწებებიან მათ კედლებს. მათ შორის არის ქოლესტერინიც და სხვადასხვანაირი შლაკებიც.
თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა შეიძლება ჩაიტაროთ სახლის პირობებში მარტივი ხალხური საშუალებების გამოყენებით.
1. 1 ჭიქა ხახვის წვენი და 1ჭიქა თაფლი აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 2-2 ჩ.კ.
2. საღამოს 10 გ ოროვანდის ფესვები ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი, დატოვეთ დასაყენებლად დილამდე. გაწურეთ და ყოველ დილით ჭამამდე მიიღეთ 5 ს.კ. ნაყენი. მკურნალობის კურსი - 1,5-2 თვე. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ კურსი. ასეთი მკურნალობის ჩატარება სასარგებლოა პროფილაქტიკის მიზნითაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც მჯდომიარე ცხოვრების წესი აქვთ, მაგრამ არ აწუხებთ ოსტეოქონდროზი.
3. ეცადეთ დროთადრო დალიოთ ბროწეულის წვენი - ის ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდას.