04 მარტი, 2015
თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა სახლის პირობებში
ოსტეოქონდროზის და ხერხემლის კისრის ზონის დარღვევების დროს ძალიან სასარგებლოა თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა.

ამ დაავადებების დროს ირღვევა ჯანმრთელი სისხლის მიმოქცევა და პირველ რიგში ამით ზარალდება თავის ტვინი, რომელიც ღებულობს არასაკმარისს საკვებს.

ამიტომ აუცილებელია თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა არასასურველი ნივთიერებებისგან, რომლებიც ეწებებიან მათ კედლებს. მათ შორის არის ქოლესტერინიც და სხვადასხვანაირი შლაკებიც.

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა შეიძლება ჩაიტაროთ სახლის პირობებში მარტივი ხალხური საშუალებების გამოყენებით.

1. 1 ჭიქა ხახვის წვენი და 1ჭიქა თაფლი აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 2-2 ჩ.კ.
ნარევი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი - 3 თვე. ეს ნარევი ძალიან კარგად წმენდს სისხლძარღვებს და ამასთანავე აძლიერებს ორგანიზმს.

2. საღამოს 10 გ ოროვანდის ფესვები ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი, დატოვეთ დასაყენებლად დილამდე. გაწურეთ და ყოველ დილით ჭამამდე მიიღეთ 5 ს.კ. ნაყენი. მკურნალობის კურსი - 1,5-2 თვე. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ კურსი. ასეთი მკურნალობის ჩატარება სასარგებლოა პროფილაქტიკის მიზნითაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც მჯდომიარე ცხოვრების წესი აქვთ, მაგრამ არ აწუხებთ ოსტეოქონდროზი.

3. ეცადეთ დროთადრო დალიოთ ბროწეულის წვენი - ის ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაია
რა არის ოროვანდი სად შევინო
10:48 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ყოჩაღ, დოდო !!!!
00:35 / 26-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დოდო
საღამოს 10 გ ოროვანდის ფესვები ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი, დაისხით თავზე 2 თვის განმავლობაში. შედეგი გარანტირებულია!!!!!!!
16:53 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS