01 მარტი, 2015
გამაჯანსაღებელი ნარევი - უებარია დაბალი გემოგლობინის მქონე დასუსტებული ადამიანებისთვის
ეს ნარევი რეკომენდებულია გაზაფხულსა და შემოდგომის პერიოდში იმუნიტეტის გასაძლიერებლად. უებარია ავადმყოფობით დასუსტებული ადამიანებისთვის და დაბალი გემოგლობინის ასაწევად.

დაგჭირდებათ:

1 კგ წიწიბურა
1 კგ ნიგოზი
0,7 კგ წიწიბურას ან ყვავილის თაფლი

მშრალი წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში, ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ თაფლი და ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში.

მზა ნარევი მიიღეთ 1 ს.კ. ჭამამდე 3-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში.

ვისაც აქვს გულთან პრობლემები, სურვილისამებრ შეუძლია ნარევში დაამატოს წვრილად დაჭრილი კურაგა ან ქიშმიში.
უკუჩვენებები ამ ნარევს არ
გააჩნია, თაფლზე ალერგიის გარდა.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS