26 თებერვალი, 2015
როგორ მოვამზადოთ სისხლის გამწმენდი სამკურნალო მურაბა მაისის ბაბუაწვერასგან
მაისის ბაბუაწვერა - ნამდვილი მკურნალია! ტყუილად არ ვაქცევთ მას ყურადღებას, რადგან ბაბუაწვერასგან შეიძლება
მოვამზადოთ გემრიელი მურაბა, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და წმენდს სისხლს.

მომზადება:

მოწყვიტეთ ბაბუაწვერას 300-400 ცალი ყვითელი ყვავილედი, დაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ყვავილი და დატოვეთ ერთი დღე-ღამით.

დილით ყვავილი გაწურეთ, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 15-20 წუთი. შემდეგ დაამატეთ 1 კგ შაქარი და 1-2 წვრილად დაჭრილი ლიმონი (შეიძლება კანიანად), 1 ჩ.კ. ლიმონის მჟავა და ადუღეთ კიდევ
5-7 წუთი.

როგორც კი მურაბა მიიღებს თაფლის ფერს, გადმოდგით. დააცადეთ რომ გაცივდეს, გაწურეთ მარლაში და ისევ აადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და მურაბა მზადაა!

მიღების წესი:

1 ს.კ. მურაბა გახსენით 1 ჭიქა მწვანე ჩაიში და მიიღეთ დილით უზმოზე დღეში ერთხელ.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა