20 თებერვალი, 2015
ილი, ზაფრანა, ჯანჯაფილი, კურკუმა - დაავადებების მკურნალობა რძეში გახსნილი სანელებლებით
სანელებლები ძირითადად კულინარიაში გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში მათ ძალიან სასარგებლო სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.

ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასტიმულირებენ და აძლიერებენ მოსანელებელი ჯირკვლების მუშაობას,
აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ნაწლავების მუშაობას.

სანელებლები იცავენ გულსა და სისხლძარღვებს. საღამოობით მიღებული 1 ჭიქა თბილ რძეში დამატებული მწიკვი სანელებელი,
სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და ეხმარება მას სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.

1. რძე ილით ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ანთავისუფლებს დეპრესიებსა და დაღლილობისგან.

2. თუ კი რძეს მოამზადებთ ზაფრანით - ასეთი სასმელი ასტაბილიზირებს ნერვული სისტემის,
სასუნთქი გზების და სისხლძარღვების მუშაობას, ხოლო ზაფრანის რძის რეგულარული მიღება გაგანთავისუფლებთ შეშუპებისგან და გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

3. 1 ჭიქა რძეში მწიკვი დარიჩინის დამატებით, მიიღებთ მსუბუქ ამგზნებ სასმელს, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს პოტენციაზე.

4.
რძის და კურკუმის შეხამება სასარგებლოა ღვიძლისთვის, ამის გარდა ასეთი სასმელი ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს.

5. ჯანჯაფილი (იმბირი) კარგად წმენდს ორგანიზმს და აძლიერებს იმუნიტეტს.

6. განსაკუთრებულ სარგებლობას სძენს რძეს მუსკატი: ხსნის თავის ტკივილს, ატონიზირებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ამის გარდა ასეთ სასმელს შეუძლია გაგანთავისუფლოთ უძილობისა და დაღლილობისგან.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა