07 თებერვალი, 2015
ხახვის ფურცელი - ბუნებრივი მკურნალი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად
ხახვის ფურცლები, რომლებსაც ჩვენ ვაგდებთ ხახვის გაფცქვნისას, შეიცავენ უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს. მაგალითად ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ატონიზირებენ გულის მუშაობას, აძლიერებენ იმუნიტეტს, გააჩნიათ კიბოს საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და სპაზმოლიტური მოქმედებები.

თუ ყოველდღიურად ჩაის სახით მიიღებთ ხახვის ფურცლების ნახარშს, სამუდამოდ განთავისუფლდებით ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა: მაღალი წნევა, ფეხის გაკავება, თვალის დაავადებები(მათ შორის კატარაქტა), ართრიტი, კანქვეშა სისხლჩაქცევები, თავის ტკივილები, თმის ცვენა და სხვა.

მაშასადამე რითი არის ასეთი სასარგებლო ხახვის ფურცელი?

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ხახვის ფურცელი შეიცავს 4% ანტიოქსიდანტს -
კვერცეტინს. ეს ნივთიერება მიეკუთვნება Р ჯგუფის ვიტამინებს. ამის გარდა ხახვის ფურცელი შეიცავს E, ც, B ჯგუფის ვიტამინებს. ვინაიდან კვერცეტინი ორგანიზმმა უნდა მიიღოს დიდი დოზით, ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება ყოველდღიურად. ცნობილი ექიმი ატკინსი თვლიდა, რომ კვერცეტინი წარმოადგენს საუკეთესო ჰისტამინურ საშუალებას და უნიშნავდა მას თავის პაციენტებს, რომლებიც დაავადებულები იყვნენ ალერგიის სხვადასხვა ფორმებით.

ადამიანებს, რომლებიც იყენებენ კვერცეტინის დიდ რაოდენობას, გააჩნიათ ინფარქტების, ინსულტების და ტრომბების საკმაოდ დაბალი რისკი. ხახვის ფურცლების ნახარშს გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი ნატრიუმი და ქლორი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გულით დაავადებებულ ადამიანებისთვის.

უდიდეს ინტერესს წარმოადგენს კვერცეტინი როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, თანაც არა მხოლოდ პროფილაქტიკური, არამედ სამკურნალოც. ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ის აჩერებს ლეიკემიის განვითარებას და აფერხებს სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავი, პროსტატის, ფილტვის, ტვინის და ლიმფოსარკომის უჯრედების ზრდას.

კვერცეტინის ის თვისება, რომ ეფექტურად აერთებს ჰისტამინს და ჰისტამინერგულ ნივთიერებებს, საშუალებას აძლევს წარმატებით გამოიყენონ ის ართრიტების, რევმატიზმის, წითელი ქარის, წყლულოვანი კოლიტის და სხვა ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.

1 ჩ.კ. წვრილად დაქუცმაცებულ ხახვის ფურცლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თბილი ჩაი ყოველ დღე ძილის წინ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

დამტკიცებულია, რომ ხახვის ფურცელის მეშვეობით შეიძლება ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისგან. და რაც მთავარია, ამასთანავე, მას პრაქტიკულად არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. შეიძლება ითქვას, რომ ხახვის ფურცელი - ჭეშმარიტი ბუნებრივი მკურნალია: მარტივი, უსაფრთხო, იაფი და ხელმისაწვდომი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლალი
მინდა ჩემს თავზე გამოვცადო
01:47 / 06-09-2020
გამოხმაურება / 0 /
maiko
Me aq wavikitxe da daviwye daleva da minda gitxrad rom arachveulebrivi shwdegi aqvs alergia maqvs qronikuli sasuntqi gzebის didi madloba tqven.
09:57 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
Aრ ვიცი იციტ ტუ არა,მაგრამ,ხახვი ერტადერტი პროდუქტია,რომელიც არ იგებს არც რადიაციას და არც სხამქიმიკატებს!ასე რომ გირცჰევტ დაიჯეროტ მისი სასწაულმოქმედი დზალის..
00:26 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
რევკა
თუ გვინდა რომ გვჯროდეს იმისი რასაც გვთავაზობენ მაშინ დავიჯეროთ და მივყვეთ ინსტრუქციას თუ არა და სხვას ნუ შეუშლით ხელს.მთავარია გვჯეროდეს და შედეგიც გვექნება
21:51 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მედასხვა
ხახვი ვიცი, რომ ცოცხლად მისი მიღება სასარგებლოა და არ გამოვრიცხავ ,რომ არანაკლები იქნება მისი ფოჩიც
12:18 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS