01 თებერვალი, 2015
არცერთი მზა კრემი არ შეედრება ამას, რისი დამზადებაც 3 წუთში შეგიძლიათ
გინდათ რომ თქვენი ფეხები ყოველთვის მოვლილი გქონდეთ? ეს ძალიან იოლია. არცერთი მზა კოსმეტიკური საშუალება არ შეედრება კრემს, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ზუსტად 3 წუთში.

დაგჭირდებათ, თხევადი ვიტამინი A და კალენდულას მალამო (იყიდება აფთიაქში). კალენდულას მალამო რეკომენდებულია იყიდოთ ტუბში. მასე უფრო ადვილია დოზირება.

მომზადება:


აურიეთ ერთმანეთში ვიტამინი A და კალენდულას მალამო პროპორციით 1:2, მაგალითად 10 მგ ვიტამინი A და კალენდულას მალამოს 20-გრამიანი ტუბი. შემდეგ გადაიღეთ მზა კრემი შუშის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

თუ ფეხის ქუსლები მიშვებულ
მდგომარეობაში გაქვთ, 1 კვირის განმავლობაში ძილის წინ, წყლის პროცედურის და პემზის გამოყენების შემდეგ წაისვით კრემი და ჩაიცვით ბამბის წინდები.

ერთკვირიანი კურსის შემდეგ კრემი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, ხოლო შემდგომ - უკვე საჭიროებისამებრ. ამის გარდა სასწაულმოქმედი კრემი სამუდამოდ კურნავს ქუსლის ნახეთქებს, აჯანსაღებს ფრჩხილებს და ხდის პრიალას.

ბეჭდვა