29 იანვარი, 2015
ღვიძლის გაწმენდა და დეტოქსიკაცია ქიშმიშით
ღვიძლის გაწმენდის და დეტოქსიკაციის პროცედურა ქიშმიშის მეშვეობით წარმოადგენს ორგანიზმის გაჯანსაღებისა და ქრონიკული დაავადებებისგან განთავისუფლების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს, ვინაიდან ცნობილია, რომ სწორედ ორგანიზმის შლაკებით დაბინძურება უშლის მას ჩართოს თვითაღდგენის მექანიზმი.

ამის გარდა ის ამცირებს წამლის მოქმედებისა და ხალხური მედიცინის რეცეპტების ეფექტურობას.

დაგჭირდებათ:

2-3 ს.კ. უკურკო ქიშმიში კარგად გარეცხეთ და გადაავლეთ მდუღარე წყალი, ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით პირამდე ცივი ანადუღარი წყალი.
დატოვეთ დასაყენებლად ოთახის ტემპერატურაზე დღე-ღამის განმავლობაში.

მეორე დღეს დილას უზმოზე 1 საათით ადრე ჭამამდე დალიეთ ნაყენი და შეჭამეთ ქიშმიში (ამიტომ უმჯობესია დააყენოთ წინადღეს დილას). სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ კვირაში 1-2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამ თვის განმავლობაში თქვენს რაციონში საჭიროა ჩართოთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით რომლებიც უჯრედითაა მდიდარი (ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, ჩირი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო) და დალიეთ დღეში არა ნაკლებ 1,5-2 ლ სუფთა წყალი.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარინა
უჯრედისით მდიდარი! :)
18:05 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS