27 იანვარი, 2015
წარბების მარტივი კორექცია სახლის პირობებში
ამჯერად ყურადღებას წარბებზე შევაჩერებთ. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალს თვალში საცემად შეუძლია თქვენი გარეგნობის შეცვლა.

წარბების ფორმები პირობითად შეიძლება ოთხ ტიპად დაიყოს: მრგვალი, სწორი, მოხრილი და ტეხილი. თუ ყურადღებით დავაკვირდებით კინო და პოპვარსკვლავთა წარბებს, შევამჩნევთ, რომ მათი უმეტესობა უპირატესობას ტეხილ ფორმას ანიჭებს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მერილინ მონროს, ეშლი ჯადისა და კრისტინა აგილერას წარბები გავიხსენოთ.

მოდელები, პირიქით, უფრო ბუნებრივ, პირდაპირ ან მოხრილ ფორმას ირჩევენ. წარბების ამოქნა და შეღებვა ბევრისთვის ხშირი და ჩვეული რიტუალია. ამ სფეროს სპეციალისტები
ბევრ სიახლეს გვთავაზობენ. არსებობს წარბების კორექციის შედარებით სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდი.

საჭიროა:
თვალის თეთრი ფანქარი, წარბების აპლიკატორი, პინცეტი, მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი ჩრდილები ან ფანქარი და წარბების მყარი ფუნჯი.

აპლიკატორი არის სპეციალური შაბლონი წარბებისთვის, რომელიც დამზადებულია მცირე ზომის დრეკადი პლასტიკატისგან და რომლის შუა ნაწილშიც ამოჭრილია წარბის ესა თუ ის ფორმა.

ყურადღება! სანამ წარბების კორექციას შეუდგებოდეთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ინსტრუმენტები სუფთაა, წარბების ირგვლივ კანი კი -გაწმენდილი.

ახლა შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. აპლიკატორი წარბის დასაწყისის შიდა კუთხეზე დაიდეთ და სასურველი ფორმა თეთრი ფანქრით შემოხაზეთ. ეს მუშაობას გაგიადვილებთ. ჯაგრისით დაივარცხნეთ წარბები მათი ზრდის მიმართულებით. არასოდეს ამოიქნათ წარბის ზედა კუთხე. ეს საკმაოდ სარისკოა, რადგან ამან შეიძლება თქვენი სახის გამომეტყველება შეცვალოს, შედეგს კი ვეღარ გამოასწორებთ. მუშაობის დას-რულების შემდეგ წარბები ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ.

თუ თქვენი წარბები ძალიან ღია ფერის ან მეჩხერია, მიიდეთ იგივე აპლიკატორი და ფუნჯით სასურველი ფერის ჩრდილი დაიდეთ. ეს ძალიან მარტივი პროცესია და იდე-ალურია ზარმაცებისთვის. თუ აპლიკატორი არ გაქვთ, არა უშავს! ჩრდილების გამოყენება უფრო ადვილია, ვიდრე ფანქრის. ჩრდილი უფრო თანაბრად და ბუნებრივად ავსებს მეჩხერ წარბებს, მაგრამ თუ მაინც ფანქარი არჩიეთ, აკურატულად მოიხატეთ წარბი თმის ღერის ზრდის მიმართულებით. არასოდეს შეიღებოთ წარბები წამწამების ტუშით.

ბევრს მიაჩნია, რომ იდეალური წარბები აცუილებლად ყორნისფერი უნდა იყოს. ეს მცდარი შეხედულებაა. წარბების ფერის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი თმისა და სახის კანის ფერი.

ქერათმიანებმა ღია ან საშუალო ყავისფერს უნდა მიანიჭონ უპირატესობა, „თაფლის“ ან ოქროსფერთმიანი ქალბატონებისთვის იდეალურია მუქი ყავისფერი ან მუქი რუხი, შავგვრემანებს კი შავთან ერთად ყველა ზემ-ოჩამოთვლლი ფერის გამოყენება შეუძლიათ. წითურთმიანებს ოქროსფერ-წაბლისფერი მოუხდებათ, ჭაღარათმიან ქალბატონებს კი, რომლებსაც ბუნებრივი გარეგნობის შენარ-ჩუნება სურთ, შეიძლება საშუალო ყავისფერი ან მუქი რუხი ფერი ვურჩიოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტამო
ეგ მეც მაინტერესებს სად სევიდზენტ?
15:42 / 22-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სად შეიდლება წარბის აპლიკატორის შედენა??????????
17:16 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS