21 იანვარი, 2015
დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები და მომზადება - სიმაგრეების და ჰაიმორიტის წინააღმდეგ
დაფნის ზეთი ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, რევმატიზმი, ართროზი, ჰაიმორიტი, კუნთების ტკივილი. ამის გარდა ამშვიდებს ნერვებს და აყუჩებს თავის ტკივილს.

დამზადების წესი:

დააქუცმაცეთ 30 გ დაფნის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და 1 საათით ჭურჭელი ჩადგით ცხელ წყალში. შემდეგ ამოიღეთ და დადგით დასაყენებლად 1 კვირით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისევ ჩადგით ჭურჭელი ცხელ წყალში 1 საათით. ამოღების შემდე, ნარევი გაწურეთ და ზეთი შეინახეთ მაცივარში.

მკურნალობა:

წელის ტკივილის და რადიკულიტის დროს
გაათბეთ დაფნის ზეთი ცხელ წალზე და ოდნავ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ძილის წინ მცირე რაოდენობის ზეთი ფრთხილად შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში და თბილად შეიხვიეთ.
მოერიდეთ ხერხემალზე წასმას! დილით ზეთის ნარჩენები მოიწმინდეთ სველი დოლბანდით. პროცედურები ჩაიტარეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

დაღლილობის დროს და ნერვების დასამშვიდებლად ისევ დაფნის ზეთი დაგეხმარებათ. ჩაასხით რამდენიმე წვეთი არომალამფაში ან რაიმე ცხელზე ადგილას. ცოტახანს დაიცადეთ. ძალიან მალე თქვენ დაგიბრუნდებათ კარგი განწყობა, სიმხნევე და ტონუსი.

თავის ტკივილის დროს დაიზილეთ საფეთქლები დაფნის ზეთით და ტკივილი გაგიყუჩდებათ.

ჰაიმორიტის სამკურნალოდ ჩაიწვეთეთ ცხვირში 1-1 წვეთი დღეში 2-ჯერ.

დაფნის ზეთი ეფექტურად მოქმედებს ნაწოლებზე და ნემსის გაკეთებით გამოწვეულ გამაგრებებზე. გაიკეთეთ გამაგრებულ ადგილებზე მსუბუქი მასაჟი დაფნის ზეთით და მალე გამაგრება გაიწოვება.

ამ მცენარეს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. ამიტომ თუ ალერგიული ხართ, უმჯობესია გამოყენებამდე ჯერ მცირე ტესტირება ჩაიტაროთ. თითის ფალანგზე ან მაჯის შიდა მხარეს დაიწვეთეთ ერთი წვეთი დაფნის ზეთი და შეხედეთ, თუ არ გაგიღიზიანდათ, ე.ი. შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გახსოვდეთ, რომ დაფნის ზეთის დალევა არ შეიძლება! ამან შეიძლება საყლაპავი მილის და კუჭის სისხლდენა გამოიწვიოს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფო
გამარჯობათ. დაფნა გამხმარი უნდა გამოვიყენოთ თუ გახმობამდე. და იქნებ რევმატიზმის დროს როგორ გამოვიყენოთ ისიც მითხრაათ. მადლობა წინასწარ
16:15 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS