20 იანვარი, 2015
7 დაავადების მკურნალობა წყალბადის ზეჟანგით სახლის პირობებში
1) ოსტეოქონდროზი

ამ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს მოგიხსნით 3% წყალბადის ზეჟანგში დასველებული დოლბანდი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი გაგივლით.

2) ჰაიმორიტი

მკურნალობისთვის 1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 15 წვეთი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 5-5 წვეთი დღეში 3-ჯერ. ცხვირიდან გამოყოფილი ლორწო გულმოდგინედ მოიხოცეთ.

3) ყურის ტკივილი

1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 10-15 წვეთი. დაასველეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში.

4) ანგინა

¼ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ.
3% წყალბადის ზეჟანგი. ამ ხსნარით გამოივლეთ ყელი დღეში 4-5-ჯერ.

5) ღრძილების ანთება, სისხლდენა ღრძილებიდან

3 გ სოდას დააწვეთეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და 20 წვეთი 3% წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ. პროცედურის შემდეგ პირი არ გამოივლოთ 10-15 წუთის განმავლობაში.

6) გაციება

50 მლ 3% წყალბადის ზეჟანგს დაამატეთ 50 მლ თბილი წყალი. დაასველეთ ხსნარში დოლბანდი, ოდნავ გაწურეთ და დაიზილეთ გულმკერდი და იღლიები. რეცეპტი არაერთხელ არის შემოწმებული.

7) რადიკულიტი

ძილის წინ დაასველეთ დოლბანდი 3% წყალბადის ზეჟანგში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენით და თბილად შეიხვიეთ. უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა